სახის ბოტოქსი ცნობილი, რეკლამირებული სალონური პროცედურაა. ბოტოქსი, როგორც ნივთიერება სულაც არ არის სახიფათო ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ შეიძლება მოხვდეთ გამოუცდელი კოსმეტოლოგის ხელში და მიიღოთ ალერგიული რეაქცია ან სახის კუნთების სპაზმი. ყველა მზად არ არის შეეჯახოს მსგავს შედეგებს, მით უფრო გადაიხადოს გიჟური თანხა. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ არსებობს იაფფასიანი სახამებლის ნიღაბი, რომელსაც იგივე ეფექტი აქვს?
სახამებლის ნიღაბი რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე და მას შემდეგ მისით იმედგაცრუებული არასდროს ვყოფილვარ. მის გამოყენებამდე მაწუხებდა წვრილი მიმიკური ნაოჭები თვალების გარშემო. ახლა შემიძლია მშვიდად გავიღიმო და მზეზე თვალები მოვჭუტო ახალი ნაოჭების მიღების შიშის გარეშე, რადგან ინგრედიენტების სასარგებლო მიკროელემენტები კანს ტონუსს უნარჩუნებს.
სახამებლის ნიღაბი: მარტივი რეცეპტი
ნიღაბი ბოტოქსის ეფექტით რომ მოამზადოთ, დაგჭირდებათ მხოლოდ 2 პროდუქტი, რომელსაც სამზარეულოში იპოვით.
ინგრედიენტები:
- 2 ჩ/კ სახამებელი
- 1 კვერცხის ცილა
მომზადების წესი:
კვერცხის ცილა მიქსერით ათქვიფეთ თეთრი ქაფის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ ფხვნილი, ნელ-ნელა აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სულ ესაა! სახამებლის ნიღაბი ბოტოქსის ეფექტით მზადაა. ნიღაბი წაისვით სუფთა სახეზე და ყელზე სამ ფენად, გაშრობამდე დატოვეთ.
ნიღაბი კურსის სახით გამოიყენეთ. ბოტოქსის ეფექტს უკვე 10 დღეში დაინახავთ, მაგრამ კურსი მინიმუმ 21 დღე გრძელდება. ნიღბის ნარჩენები მაცივარში მაქსიმუმ 1 დღე შეგიძლიათ შეინახოთ, რადგან დროთა განმავლობაში ათქვეფილი კვერცხის ცილა თავის თვისებებს კარგავს. პროცედურის შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით.
კვერცხის ცილის და სახამებლის გამოყენების სხვა ვარიანტი კოსმეტოლოგიაში
კვერცხის ცილა ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ სახლის ნიღბებში, არამედ პროფესიონალურ სალონურ პროდუქტებში. კვერცხის ცილა შეიცავს ბევრ სარგებელს. ესაა B, A, E, D ჯგუფის ვიტამინები, თუთია, კალციუმი, სელენი, რკინა, ფოლიუმის მჟავა და სხვა. თუ ცილა არ გამოიყენება სალონებში პირვანდელი სახით, აუცილებლად ნახავთ სახის და ტანის, თმის და ფრჩხილების მოვლის საშუალებებში.
სახამებელი თავისი ბოტოქსის ეფექტით დასაბანად გამოიყენება. მგრძნობიარე კანი ასეთ მოვლას დააფასებს. 1 ჩ/კ სახამებელი 1 ლიტრ წყალში აურიეთ. ამ ხსნარით ყოველ საღამოს დაიბანეთ. ბოლოს, ჩვეულებრივი წყლით ჩამოიბანეთ და კრემი წაისვით.
ამ რჩევების დაცვით თქვენს კანს ელასტიურობას და ბუნებრივ სილამაზეს დაუბრუნებთ, დაიცავთ ნაადრევი დაბერებისგან და მიმიკური ნაოჭებისგან.