ჩინელი ლამაზმანების სილამაზეს უკვე მრავალი საუკუნეა ჭკუიდან გადაჰყავს მამაკაცები და შურს იწვევს ქალებში. კანის მოვლის საიდუმლოებებს დედები თავიანთ შვილებს გადასცემენ. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთში ცხოვრების შემდეგ, ჩემმა მეგობარმა შეიტყო, რომ ჩინური კოსმეტიკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი – ბრინჯის ფქვილია.
ჩინეთში გატარებული წლების განმავლობაში ჩემი მეგობრის კანიც ძალიან შეიცვალა, მაგრამ მე არ მჯეროდა, რომ ეს ბრინჯის ფქვილის დამსახურება იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე რამდენიმე რეცეპტი გამოვცადე, მაღაზიაში ნაყიდი კოსმეტიკური საშუალებების უმეტესი ნაწილი ნაგავში გადავყარე. თქვენც სცადეთ ეს სუპერ საშუალება.
ბრინჯის ფქვილი სახისთვის
ბრინჯის ფქვილი არის პროდუქტი, რომელსაც საოცარი თვისებები გააჩნია.
პირველ რიგში, ბრინჯის ფქვილი აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტია. ის სრულიად ჰიპოალერგიულია, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეუძლიათ ძალიან მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებსაც.
ბრინჯის ფქვილის შემცველ საშუალებებს შეუძლიათ სრულყოფილად გაანათონ კანი შემადგენლობაში სახამებლისა და ნიკოტინის მჟავის არსებობის გამო. ასეთი პროდუქტების რეგულარული გამოყენებით, ასაკობრივი ლაქები ნაკლებად შესამჩნევი ხდება, კანი კი ბრწყინავს.
ბრინჯის ფქვილს გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც გააჩნია. კალიუმი და სილიციუმი, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ფქვილი, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას. ამიტომ, ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი რომ იყოს, რეგულარულად გამოიყენეთ ბრინჯის ფქვილი.
შემადგენლობაში შემავალი E ვიტამინი უზრუნველყოფს კარგ დატენიანებას, ხოლო ამინომჟავები ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას. ეს ძალიან გამოგადგებათ ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა მზის ზემოქმედების შემდეგ კანის აღდგენა გჭირდებათ.
ბრინჯის ფქვილი გამოდგება პრობლემური კანისთვისაც, რადგან მის შემადგენლობაში შემავალი ფოლიუმის მჟავა შესანიშნავად ხსნის ანთებას და სიწითლეს.
ბრინჯის ფქვილს ასევე აქვს ძლიერი შთამნთქმელი ეფექტი, რაც შესანიშნავს ხდის ცხიმიანი და კომბინირებული კანის მქონეთათვის. ფქვილი კარგად უმკლავდება ცხიმიან ბზინვარებას და ჭარბ ცხიმს, ანეიტრალებს შავ წერტილებს და ავიწროებს ფორებს.
გარდა ამისა, ბრინჯის ფქვილი წარმოადგენს ნაზ ამქერცლავ საშუალებას, რომელიც ასუფთავებს კანის მკვდარ უჯრედებს. კანი ხდება ხავერდოვანი, რბილი და კაშკაშა.
ბრინჯის ფქვილის გამოყენების მეთოდები
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი მწვანე ჩაით
დააყენეთ მწვანე ჩაი 300 მლ ცხელი წყლის და 2 ს.კ. ფოთლების გამოყენებით. 10-15 წუთის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ. მიღებულ სითხეს დაუმატეთ 2 ს/კ ბრინჯის ფქვილი (არასავსე) და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ ამ ნაზავით კანი გაიწმინდეთ. 10 წუთის შემდეგ სახე დაიბანეთ სუფთა წყლით. გამოხატული გამაახალგაზრდავებელი ეფექტისთვის რეკომენდებულია პროცედურის ჩატარება კვირაში 2-ჯერ.
დამატენიანებელი ნიღაბი კეფირით
2 ს.კ. ბრინჯის ფქვილს შეურიეთ 30 მლ კეფირი (1% ცხიმიანობის). ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი წაისვით კანზე სილიკონის ან ხელოვნური ფუნჯით და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
პიგმენტაციის საწინააღმდეგო ნიღაბი კურკუმით
შეურიეთ 3 ჩ.კ. ბრინჯის ფქვილი, 2 ჩ.კ. კურკუმა და 1 ჩ.კ. თეთრი თიხა. მიღებულ ფხვნილს დაამატეთ წყალი და ურიეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მქონე მასას. წაისვით ნიღაბი სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ სუფთა წყლით.
ნიღაბი კვერცხით
უმარტივესი ნიღაბი ხელს შეუწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირების მოწესრიგებას და გაუმკლავდება ცხიმიან ბზინვარებას. ნიღბის მოსამზადებლად შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ბრინჯის ფქვილი და 1 პატარა კვერცხის ცილა. ნიღაბი წაისვით გაწმენდილ კანზე, ფუნჯის გამოყენებით. გაიჩერეთ ნიღაბი 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და სახე ბრინჯის ყინულის ნაჭრით დაიმასაჟეთ.
მატონიზირებელი ბრინჯის ყინული
აიღეთ 1 ჭიქა თბილი წყალი და დაუმატეთ 3 ს/კ ბრინჯის ფქვილი. კარგად აურიეთ და ჩაასხით ყინულის ფორმებში ან პარკებში. გაიწმინდეთ სახე ყინულის კუბით ყოველ დილით და ნიღბების გამოყენების შემდეგ. ძალიან მალე დაინახავთ, რომ კანი გახდება უფრო სუფთა და სახის ფერი გაუმჯობესება.
როგორც ხედავთ, ბრინჯის ფქვილს უამრავი გამოყენება აქვს, ამიტომ ჯობია გულუხვად მოიმარაგოთ იგი. და გახსოვდეთ, რომ სახლის პირობებში სახის მოვლის ეფექტურობის მთავარი პირობა არის რეგულარულობა.