მარწყვის ნამცხვარი კეფირით. მარტივი რეცეპტი

12

მარწყვის სეზონზე დიასახლისები ფიქრობენ, თუ რაში გამოიყენონ ეს ტკბილი კენკრა. დარწმუნებული ვარ, თქვენ უკვე იცით მისი მომზადებისა და შენახვის მრავალი ვარიანტი. ახალ რეცეპტზე რას იტყოდით? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ მარწყვის ნამცხვრის უმარტივეს რეცეპტს!

როგორ მოვამზადოთ მარწყვის ნამცხვარი

ეს რეცეპტი ჩემმა მეზობელმა მომცა, როცა მარწყვის მოსავალს ვკრეფდი გასულ ზაფხულს. დამატებით რამის ყიდვა აღარ დამჭირვებია, რადგან ჩემს მაცივარში ისედაც იყო ყველაფერი, რაც მჭირდებოდა.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა კეფირი;
  • 1,5 ს.კ. ფქვილი;
  • 170 გ შაქარი;
  • 300 გ მარწყვი;
  • 2 კვერცხი;
  • 50 გ კარაქი;
  • 1 ჩ.კ. სოდა;
  • მწიკვი მარილი.

მომზადება

1. დაიწყეთ კარაქით. გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში და გააციეთ. კვერცხები ათქვიფეთ ღრმა თასში, მწიკვი მარილით. დაამატეთ შაქარი და გააგრძელეთ მიქსერით თქვეფა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, სანამ ნარევი ფუმფულა მსუბუქ ქაფად არ გადაიქცევა. შემდეგ დაუმატეთ გამდნარი კარაქი და ათქვიფეთ.

2. ფქვილი საცერში გაცერით სოდასთან ერთად. მშრალი ნარევი გადაიტანეთ თასში ათქვეფილ ნარევთან. ურიეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე. ცომი უნდა გამოვიდეს ცოტა თხევადი, არაჟნის მსგავსი და ერთგვაროვანი კონსისტენციის.

3. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. მომზადების წინ მარწყვი აუცილებლად კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ. მომზადებული კენკრა მოათავსეთ საცხობი ფორმის ძირზე ისე, რომ მთლიანად დაფაროს.

4. შემდეგ ფორმაში ჩაასხით ცომი, თანაბრად დაფარეთ მარწყვი. ნამცხვარი შეგიძლიათ მოათავსოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 60 წუთის განმავლობაში. გამომცხვარია თუ არა, შეამოწმეთ ხის ჩხირით.

5. რადგან მარწყვი გამოცხობის დროს წვენს გამოყოფს, მზა ნამცხვარი შეიძლება დაიშალოს. ამის თავიდან ასაცილებლად, ღუმელიდან გამოღების შემდეგ, დაიცადეთ, რომ ნამცხვარი მთლიანად გაგრილდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.

ასეთი მარტივი ინგრედიენტები და საოცარი შედეგი! შესანიშნავი მარწყვის ნამცხვარი მზად არის. უნაზესი გემო, არომატული ცომი, მთელი წვნიანი კენკრა შიგნით… ვის შეუძლია დარჩეს გულგრილი? მას შემდეგ, რაც ოჯახისთვის ამ ნამცხვარს გამოაცხობთ, მეზობლებსაც გაუმასპინძლდით. დაე, მათაც აღმოაჩინონ ეს მშვენიერი რეცეპტი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს