ხის მწვანე გველი მოვლენებით და ცვლილებებით სავსე წელს გვპირდება. გველი სიბრძნის, ინტუიციის და მოქნილობის სიმბოლოა. მოგვიწოდებს, ვიყოთ დეტალებისადმი ყურადღებიანი, ვენდოთ ინტუიციას და მომზადებული შევხვდეთ ბედის მოულოდნელ შემოტრიალებას.
ვერძი
2025 წელს ვერძი ახალი პროფესიული გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. კარგი წელია შემოქმედებითი პროექტებისთვის. ფინანსურად სტაბილური წელი იქნება, მაგრამ მოითხოვს გონივრულ მიდგომას. ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბული პერიოდები, მაგრამ მთლიანობაში ხელსაყრელი წელი იქნება ოჯახური კავშირების გასამყარებლად.
კურო
2025 წელს კურო უფრო მეტად მიდრეკილი იქნება რისკისკენ, რამაც შეიძლება მოუტანოს მოულოდნელი ფინანსური მოგება. დეტალური დაგეგმვა არ უნდა დაგავიწყდეთ. სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები, რაც პროფესიული პრიორიტეტების ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ, მაგრამ პროფილაქტიკა არ უნდა დაგავიწყდეთ. ოჯახურ ურთიერთობებში ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს.
ტყუპები
2025 წელი ტყუპებისთვის ენერგიით და ახალი იდეებით სავსე იქნება. ხელსაყრელი პერიოდია სწავლისა და მოგზაურობისთვის. ფინანსური სიტუაცია სტაბილური იქნება, მაგრამ მოსალოდნელია მცირე ფინანსური ზარალი დაუფიქრებელი ხარჯების გამო. ჯანმრთელობის მხრივ ნერვულ სისტემას ყურადღება უნდა მიაქციოთ. პირად ურთიერთობაში მოსალოდნელია ახალი ნაცნობები და რომანტიკული თავგადასავლები.
კირჩხიბი
2025 წელი კირჩხიბისთვის უფრო ემოციური და მგრძნობიარე იქნება. კარგი წელია ინტუიციისა და შემოქმედებითი უნარების გასავითარებლად. ფინანსური სიტუაცია სტაბილური იქნება, თუმცა მოსალოდნელია მცირე ფინანსური სირთულე წლის შუა პერიოდში. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ, მაგრამ სამსახურით გადატვირთვაც არ ღირს. ოჯახში ჰარმორნია და ურთიერთგაგება სუფევს.
ლომი
2025 წელს ლომი ენთუზიაზმით და ლიდერობის სურვილით იქნება სავსე. ხელსაყრელი წელია კარიერული ზრდისა და ამბიციების რეალიზაციისთვის. ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება და შესაძლოა გაუმჯობესდეს კიდეც. ჯანმრთელობამ შეიძლება მოითხოვს ყურადღება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია კაშკაშა და ვნებიანი რომანები.
ქალწული
2025 წელს ქალწული დეტალებისადმი უფრო ყურადღებიანი და ანალიზისკენ მიდრეკილი იქნება. ხელსაყრელი წელია პროფესიული უნარების განვითარებისთვის. ფინანსური სიტუაცია სტაბილურია, მაგრამ მოსალოდნელია მცირე ფინანსური დანაკარგი ზედმეტი ხელმომჭირნეობის გამო. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ, მაგრამ სრულფასოვანი დასვენება არ უნდა დაივიწყოთ. ოჯახში მოსალოდნელია დაძაბული პერიოდები, რაც ახლობლების მიმართ მაღალ მოთხოვნებს უკავშირდება.
სასწორი
2025 წელს სასწორი მზად იქნება კომპრომისზე წავიდეს და ითანამშრომლოს. ხელსაყრელი წელია პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისთვის. ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, თუმცა გაუფრთხილებლობით მცირე ფინანსური დანაკარგი მოსალოდნელია. თირკმლებს და შარდგამომყოფ სისტემას ყურადღება უნდა მიაქციოთ. პირადში მოსალოდნელია ახალი ნაცნობები და რომანტიკული თავგადასავლები.
მორიელი
2025 წელს მორიელი უფრო ინტუიციური და ღრმა თვითანალიზისკენ მიდრეკილი იქნება. კარგი პერიოდია სულიერი განვითარებისთვის და ცხოვრების აზრის საპოვნელად. ფინანსურად სტაბილური სიტუაცია იქნება, მაგრამ მოსალოდნელია მცირე ფინანსური ზარალი გაუმართლებელი რისკების გამო. ყურადღება მიაქციეთ რეპროდუქციულ სისტემას. პირადში მოსალოდნელია ღრმა და ემოციური კავშირები.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი გველის წელში ენთუზიაზმით და ახალი ცოდნის წყურვილით სავსე იქნება. ხელსაყრელი წელია მოგზაურობისთვის და ჰორიზონტის გასაფართოებლად. ფინანსური სიტუაცია სტაბილური იქნება, თუმცა გაუფრთხილებლობით ცოტა ფინანსური ზარალი შეიძლება მიიღოთ. ღვიძლს და საჭმლის მომნელებელ სისტემას მეტი ყურადღება მიაქციეთ. პირადში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავლები.
თხის რქა
2025 წელს თხის რქა უფრო შრომისმოყვარე და შეუპოვარი გახდება. ხელსაყრელი წელია კარიერული ზრდისა და მიზნების მისაღწევად. ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება და შესაძლოა გაუმჯობესდეს კიდეც. ძვლებს და სახსრებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. ოჯახში მოსალოდნელია ჰარმონია და ურთიერთგაგება.
მერწყული
2025 წელს მერწყული უფრო ორიგინალური და დამოუკიდებელი გახდება. კარგი წელია კრეატიული პროექტების განსახორციელებლად. ფინანსური მდგომარეობა იქნება სტაბილური, თუმცა გაუმართლებელი რისკების გამო შესაძლებელია მცირე ფინანსური ზარალი. ნერვულ სისტემას ყურადღება უნდა მიაქციოთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა და მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება.
თევზები
2025 წელს თევზები უფრო ინტუიციური და მეოცნებე გახდება. ხელსაყრელი წელია სულიერი განვითარებისა და შთაგონების ძიებისთვის. ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, მაგრამ მოსალოდნელია მცირე ფინანსური ზარალი გაუფრთხილებლობით. ტერფებს და წვივებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ღრმა და ემოციური კავშირები.