სინამდვილეში, რატომ არის საზიანო თმის გაშრობა ფენის გარეშე?

128

რამდენად შორს წავიდა ტექნოლოგია. სულ რაღაც 10-15 წლის წინ, სტილისტები ერთხმად აცხადებდნენ, რომ თმის ფენით გაშრობა საზიანოა. ახლა კი… აი, ახალი ამბავი: თმის გაშრობა ფენის გარეშე საზიანოა. მოდით გავარკვიოთ, რატომ შეიძლება ჰქონდეს თმის ბუნებრივ გაშრობას სავალალო ეფექტი ლამაზი კულულებისა და ელეგანტური სწორი თმის მფლობელებისთვის.

რატომ არის საზიანო თმის გაშრობა ფენის გარეშე?

ინფორმაციის სიმრავლის გამო ადამიანებს უჭირთ სიმართლის ამოცნობა. ერთი სპეციალისტი ერთს ამბობს, მეორე – მეორეს და არ იცი რომელს დაუჯერო. ამიტომ, ქალბატონები სრულიად უარს ამბობენ ყველა მოწყობილობის გამოყენებაზე, რომელიც თმას აცხელებს. ამ სიაშია თმის დასახვევი და გასასწორებელი უთოები და ფენიც. მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. ასეთი მგრძნობიარე საკითხის შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

მთელი პრობლემა ის არის, რომ ადვილია ფენს დააბრალო ყველაფერი. „გამოაშრობს თმას და შედეგად თმა ვიზუალურად გაუარესდება, – არის მოსაზრება ინტერნეტში. მაგრამ ბუნებრივ გაშრობასაც შეუძლია თმისთვის ზიანის მიყენება. ზედმეტი ტენიანობა ამძიმებს თმას და აკარგვინებს მას მდიდრულ იერს და ბზინვარებას.

ფენი არ არის მტერი

როგორ ავიცილოთ ეს თავიდან? საამისო მეთოდები არსებობს, არ ინერვიულოთ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ფენის დემონიზაცია. შესაძლოა, ჩვენს დედებს ან თუნდაც ბებიებს ჰქონოდათ ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც შორს იყო იდეალურისგან და შეეძლოთ არა მხოლოდ თმის, არამედ სკალპის გამოშრობაც. თანამედროვე მოწყობილობები განვითარდა და აღარ წარმოადგენს ასეთ სერიოზულ საფრთხეს. თუნდაც დაბალ ფასად, შეგიძლიათ შეიძინოთ კარგი ფენი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო რეჟიმით.

პირსახოცის არჩევა

მეორეც, თქვენ უნდა გადახედოთ თმის გაშრობის პროცესს მთლიანად. მაგალითად, ჩაანაცვლეთ ბამბის პირსახოცი თხელი მიკროფიბრის პირსახოცით, რადგან მისი ამოცანაა მხოლოდ ნაზად მოაშოროს თმას დარჩენილი წყალი და არ გამოწუროს ტენიანობა თითოეული თმის ღერიდან. ეს ეხება თმაზე შემოხვეულ პირსახოცსაც. ის შეიძლება ძალიან ტრავმული აღმოჩნდეს თმისთვის. უმჯობესია ყოველ ჯერზე თმა ნაზად შეიშროთ მიკროფიბრის პირსახოცით, თავზე შემოხვევის გარეშე.

მაღალი ხარისხის თერმული დაცვა

მესამე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მაღალი ხარისხის თერმულ დაცვას. არ არის საჭირო ძალიან ძვირფასი საშუალებების ყიდვა, მაგრამ არც ზედმეტი დაზოგვა გჭირდებათ. საბედნიეროდ, დღეს შეგიძლიათ შეისწავლოთ დეტალური მიმოხილვები სხვადასხვა საიტებზე და აირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი. ასევე შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტები. შეგიძლიათ დატესტოთ საინტერესო პროდუქტები, სანამ არ იპოვით ისეთს, რომელიც თქვენთვის შესაფერისია.

დასკვნები

და ბოლოს, შეგვიძლია დავასკვნათ, რამდენად საზიანოა თმის გაშრობა ფენის გარეშე. ეს თითოეულმა თავად უნდა განსაზღვროს. ზოგმა აქამდე ნამდვილად არ იცოდა, რომ ამის გაკეთება არ არის რეკომენდებული. ვიღაც კი, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ შეეცდება შეცვალოს მიდგომა თმის გაშრობის მიმართ. გისურვებთ წარმატებებს! დაე, თქვენი თმა შეუდარებლად გამოიყურებოდეს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს