ბევრი ადამიანი დამტენ მოწყობილობას როზეტში შეერთებულს ტოვებს. არსებობს სხვადასხვა ვერსიები იმის შესახებ, რა შეიძლება მოხდეს. „პაპარაცი“ ამ საკითხის გარკვევას ეცდება.
დამტენი მოწყობილობა როზეტში
სმარტფონი, ყურსასმენი, პორტატიული დამტენი, ელექტრონული წიგნი, ფლეერი, სმარტ საათი და პორტატიული სათამაშო კონსოლიც. ძნელია იპოვოთ ადამიანი, რომელსაც არ აქვს მინიმუმ ორი გაჯეტი, რომელსაც რეგულარული დატენა სჭირდება. თუმცა საჭიროებასთან ერთად ჩნდება აქტუალური კითხვა: შეიძლება თუ დამტენი მოწყობილობის დატოვება როზეტში თუ ეს მორიგი დაშინებაა? ერთად გავარკვიოთ.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტები მკაცრად გვირჩევენ, არ დავტოვოთ დამტენი მოწყობილობა როზეტში შეერთებული უსაფრთხოების წესების გამო. ამას აზრი აქვს. თუმცა ნებისმიერი წესის მსგავსად ამ საკითხს თავისი ნიუანსები აქვს. პირველი დენის დაზოგვაა.
ეკონომია
ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან დამტენი მოწყობილობის როზეტში დატოვებას, დარწმუნებული არიან, რომ გაჯეტის დატენის გარეშეც დამტენი მოწყობილობა დენის დიდ რაოდენობას შთანთქავს. მართალია, დენის მოხმარება მოლოდინის რეჟიმში ძალიან უმნიშვნელოა, რომ კომუნალურ გადასახადებში განსხვავება შეამჩნიოთ.
თუმცა რაც უფრო მეტი დამტენი მოწყობილობაა ერთ სახლში, მით მეტია „უსაქმური“ მოხმარება. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს უფრო ძლიერი ადაპტერები (მაგალითად, სწრაფი დატენისთვის), რომელიც უფრო მეტ დენს მოიხმარს.
მომსახურების ვადა
რაც შეეხება მომსახურების ვადას? რამდენ ხანს გვემსახურება დამტენი მოწყობილობა? როგორც წესი, ხარისხიანი დამტენი მოწყობილობა 5-6 წელი გამოიყენება. თუმცა მუდმივად როზეტში შეერთებული ადაპტერის მომსახურების ვადა მნიშვნელოვნად შეიძლება შემცირდეს. არ დაგავიწყდეთ მოწყობილობის გახურება. საქმე იმაშია, რომ ასეთ მომენტებში ელექტროლიტური კონდენსატორები ცვდება. შედეგად, დენის გადაცემის უნარი მცირდება.
უსაფრთხოების ზომები
წინა პუნქტიდან ლოგიკურად გამომდინარეობს შემდეგი პუნქტი, კერძოდ სახანძრო უსაფრთხოება. მსგავს სიტუაციებში ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება მოკლე ჩართვა. როგორც მიხვდით, ის ხანძარს იწვევს. უდავოდ, ძაბვის რყევები, ასევე დეფექტური ადაპტერიც შეიძლება იყოს საკმარისი კატასტროფული შედეგების გამოსაწვევად.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უარყოთ ეს პუნქტი მცველის (ელექტრული საცობი) არსებობით. თუ რამე მოხდება, მექანიზმი მუშაობს ისე, რომ მთლიანად შეაჩეროს ელექტროენერგიის ნაკადი. მაგრამ მხოლოდ ამ სისტემის გამართულობის იმედზე არ უნდა იყოთ.
მნიშვნელოვანი დეტალები
აღსანიშნავია მნიშვნელოვანი დეტალები, რომლის დროსაც აუცილებელია დამტენი მოწყობილობები როზეტიდან გამოიღოთ. თუ თქვენი ადაპტერი ან გაჯეტი ხურდება და უჩვეულო ხმებს გამოსცემს, არ დააყოვნოთ. ბავშვის ან შინაური ცხოველის მიერ კაბელის შესაძლო დაზიანება წინასწარ უნდა განსაზღვროთ. ბოლო პუნქტი შეიძლება იყოს დენის ხშირი რყევები. ამან გავლენა შეიძლება მოახდინოს არა მხოლოდ დენის, არამედ თავად გაჯეტის მუშაობაზეც.
როგორც ხედავთ, უმჯობესია არ დატოვოთ დამტენი მოწყობილობები როზეტში. გამონაკლისი შეიძლება იყოს ჭკვიანი როზეტი, რომელიც თიშავს დენის მიწოდებას გადამრთველის პრინციპით. მაღალი ხარისხის ორიგინალური მოწყობილობები თქვენს სახლში ზედმეტი არ იქნება. ასე არა მხოლოდ ტექნიკას, არამედ სიცოცხლესაც გაუფრთხილდებით.