16 წლის წინ ამ ოჯახმა ლატარეაში დაახლოებით მილიონი დოლარი მოიგო. ნახეთ, როგორ გამოიყენეს ეს თანხა

3125

ძალიან ბევრი ადამიანი ლატარიის ბილეთს არასდროს ყიდულობს, რადგან ფიქრობს რომ ეს მაინც ტყუილია და მოგება შეუძლებელია. სინამდვილეში, მოგების მცირე შანსის მიუხედავად ასე გამდიდრება ყველას შეუძლია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დიდი თანხის გონივრულად მართვა მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.

ამის ნათელი მაგალითი უფაში მცხოვრები მუჰამეთზიანოვიხის ოჯახია. 2001 წელს ისინი იმ დროის კურსით მილიონი დოლარის მფლობელები გახდნენ და ლატარეა „ბინგო-შოუ“ მოიგეს (მართალია, თანხის მესამედი ნაწილი საშემოსავლო გადასახადის სახით სახელმწიფოს გადაუხადეს).

როგორ მოიხმარეს ასეთი დიდი თანხა უფაელებმა? რა თქმა უნდა, მათ მოგების აღნიშვნა დაიწყეს. ამასთან მხიარულება არა ერთ დღეს და ერთ კვირას გაგრძელდა.

შემდეგ ახალ გამოჩეკილ მილიონრებს გულუხვობის შეტევა ჰქონდათ. მათ ფული მეგობრებს, ახლობლებს და უბრალოდ ნაკლებად ცნობილ ადამიანებს მისცეს. რუსტემი და ნადეჟდა მდიდრულ საჩუქრებს და ავტომობილებს ყიდულობდნენ. ფულს მობილურ ტელეფონებზეც არ ზოგავდნენ, რომლებიც მუდმივად ეკარგებოდათ…

დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ოჯახმა ერთი ჭკვიანი ინვესტიცია მოახდინა, როცა მშობლიური ქალაქის ცენტრში ბინები შეიძინეს. სხვათა შორის, ერთ-ერთი ბინა ელიტურ კორპუსში შეიძინეს, სადაც ქალაქის მერიც კი ცხოვრობს.

აი, ოჯახის ჩვევები კი უცვლელი დარჩა: ისინი საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ, ძვირადღირებულ ავეჯს მსხვილი მტვერი ედებოდა, ბინა ნაგვის მთებით სავსე იყო…სახლიდან იშვიათად გამოდიოდნენ, ძირითადად მაღაზიაში, სადაც არაყს ყიდულობდნენ.

რაც შეეხება ბავშვებს, ორივე ვაჟიშვილი ელიტურ დაწესებულებაში სწავლობდა, სადაც გაკვეთილებს რეგულარულად აცდენდნენ, რადგან მშობლები მათ ყურადღებას არ აქცევდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ ნადეჯდა მაკაროვნა გარდაიცვალა, ხოლო ქმარმა მარტო ცხოვრება დაიწყო. მეზობლები მას არ უჩივიან, ხოლო სტუმრები მასთან იშვიათად დადიან. ალბათ უკვე მიხვდნენ, რომ ბევრი ფული აღარ დარჩა.

შვილებიც მამასთან გადავიდნენ, თავიანთი ბინები კი გააქირავეს. სწავლა მათ არ სურთ, ხოლო მუშაობა მათთვის არავის უსწავლებია. არყის და გართობის გარდა მათ არაფერი აინტერესებთ.

სტატისტიკის მიხედვით, მოულოდნელად მოპოვებული ფულით ბედნიერების აშენება მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს. სწორედ ამიტომ, როცა ლატარეაში ფულს მოიგებთ, ამ ოჯახის ისტორია გაიხსენეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე დაინახავთ, თუ ფული თვალსა და ხელს შუა როგორ სწრაფად გაქრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს