შინაურული „რაფაელო“. მაღაზიის ვარიანტს არც განვიხილავთ, უბრალოდ გვერდი აუარეთ

1263

იტალიური კომპანია Ferrero-ს კანფეტი Rafaello გემოს ნამდვილი დღესასწაულია. ტკბილეულობის მოყვარულებს ხრაშუნა, კრემიანი, შიგნით კაკლის მქონე ბურთები ჯადოსნურ, მაგრამ ხანმოკლე ბედნიერებას ანიჭებენ.

მსგავსი დესერტის სახლში მომზადების შესაძლებლობა ძალიან მაცდურია. მით უმეტეს, ამისთვის რაიმეს ათქვეფა, გაცხელება ან სხვა კულინარიული ხელოვნების გამოვლენა არ დაგჭირდებათ.

შინაურული „რაფაელო“

მწარმოებელს კანფეტი „რაფაელოს“ შეფუთვაზე შემადგენლობაში მითითებული აქვს: გახეხილი ქოქოსი, ნუში, შაქარი, ფქვილი, მცენარეული ზეთი, ჭვავის პური, მშრალი რძე, არომატიზატორი, ემულგატორი და მარილი.

მშრალი რძე შესქელებული რძით ჩაანაცვლეთ. ემულგატორი და არომატიზატორი ამოიღეთ და შინაურული „რაფაელო“ მზადაა, რომელიც მაღაზიაში ნაყიდ ლამაზ შეფუთვას არაფრით ჩამოუვარდება.

ინგრედიენტები:

  • 300 მლ შესქელებული რძე
  • 200 გრ კარაქი
  • 200 გრ ქოქოსის ფანტელები
  • 1 ჭიქა ნუში
  • 1 ჩ/კ ვანილის ესენცია

მომზადება:

1. ნუშს მდუღარე წყალი დაასხით და 5-10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ წყალი გადაასხით და კიდევ ერთხელ მდუღარე წყალი დაასხით. რამდენიმე წუთით გააჩერეთ. ახლა კანი მარტივად მოშორდება.

2. კაკალი გაასუფთავეთ და მშრალ ტაფაზე გააშრეთ.

3. ოთახის ტემპერატურის რბილი კარაქი და ვანილის ესენცია შესქელებულ რძეს აურიეთ.

4. 150 გრ ქოქოსის ფანტელი დაუმატეთ. ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

5. ნარევი 1 დღით მაცივარში შედგით. დროის გასვლის შემდეგ ნარევიდან მრგვალი კანფეტის ფორმები გააკეთეთ.

6. თითოეულ კანფეტში ერთი ნუშის კაკალი მოათავსეთ.

7. მზა კანფეტი დარჩენილ ქოქოსის ფანტელში ამოავლეთ.

8. შინაურული კანფეტი „რაფაელო“ მაცივარში შეინახეთ, რადგან სითბოში დნება.

9. გემრიელად მიირთვით!

ხრაშუნა ვაფლის გარსი გაკლიათ? ნარევს 100 გრ დაქუცმაცებული ვაფლი დაუმატეთ. ქოქოსის ან ნუშის ვაფლი იდეალურად გამოგადგებათ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს