სოიერსების ოჯახს უბედურება მოულოდნელად თავს დაატყდა. ცოლ-ქმარი, ჯაზმინი და ჯეიმსი, ორ ბავშვს, 4 წლის სკაის და 1 წლის ფრენკს, ზრდიდა. თითქმის პირველი დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ პატარა ავად გახდა. 2016 წლის ოქტომბერს მშობლებმა შეამჩნიეს, რომ ბიჭი უჩვეულოდ აპათიური და ნელი გახდა.
ყურადღებიანმა დედამ ბავშვი სასწრაფოდ ექიმთან წაიყვანა. ექიმმა პაციენტი სეზონური ვირუსული დაავადების მორიგ მსხვერპლად მიიჩნია, ანტიბიოტიკები დაუნიშნა და სახლში გაუშვა. საუბედუროდ, ეს ფრენკის უბედურების მხოლოდ დასაწყისი იყო.
ფრენკს ძალიან მალე ტემპერატურა მოემატა, რომლის დაწევას ვერაფრით ახერხებდნენ. მედიკამენტები უძლური აღმოჩნდა. მოგვიანებით ბიჭის ხელი წითელი გამონაყარით დაიფარა.
შეშფოთებული დედა ექიმებს კვლავ დაუკავშირდა, რომლებმაც ეს ისევ სეზონურ დაავადებას მიაწერეს და ფრენკს ანტიბიოტიკების მორიგი კურსი დაუნიშნეს.
სანამ ბავშვი მედიკამენტებს იღებდა, ყველაფერი ნორმალურად იყო. მედიკამენტების შეწყვეტის შემდეგ ტემპერატურა კვლავ მოემატა. უფრო მეტიც, გამონაყარიც დაბრუნდა.
ახლა გამონაყარი იისფერი გახდა და პატარას თითქმის მთელი სხეული დაფარა! გამოფხიზლებულმა ექიმებმა დაასკვნეს: სავარაუდოდ, პატარა პაციენტს მენინგიტი აქვს.
სისხლის ანალიზმა სიტუაცია საბოლოოდ გაარკვია. ხანგრძლივმა პროცედურამ მშობლები დააეჭვა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.
ძალიან მალე მათ საავადმყოფოდან დაურეკეს, ტელეფონით ახსნაზე უარი თქვეს და სასწრაფოდ მოსვლა სთხოვეს. „ტირილი დავიწყე. უკვე ვიცოდი, რომ ფრენკს რაღაც სერიოზული სჭირდა“ – ბიჭის დედა თავის მოგონებებს გვიზიარებს.
პატარას ძალიან აგრესიული და იშვიათი ფორმის სისხლის სიმსივნე დაუდგინეს. მისი მსხვერპლი მილიონში ერთი ბავშვი ხდება. დაავადება პროგრესირებდა და ბავშვის გადარჩენის ერთადერთ შანსი ძვლის ტვინის გადანერგვა იყო. საბედნიეროდ, პატარა სკაი ბიჭისთვის იდეალური დონორი აღმოჩნდა!
„ფრენკის სისხლი ცუდი გახდა. შენ კარგი სისხლის გაქვს. ძმას სისხლს გაუზიარებ, რომ ის გამოჯანმრთელდეს?“
მშობლებმა სკაის სიტუაცია აუხსნეს და გოგონაც დაუყონებლივ დათანხმდა. ოპერაცია ცოტა ხნით გადადეს: გოგონას ჩუტყვავილა ჰქონდა და გამოჯანმრთელებას დრო დასჭირდა.
როგორც იქნა, ექიმებმა გადანერგვა დაიწყეს. ამისთვის ფრენკმა ინტენსიური ქიმიოთერაპიის ათდღიანი კურსი გაიარა, რომლის დროს მხოლოდ დედ-მამას უშვებდნენ.
ექიმების ნაწილი სკაიზე მუშაობდა, მისგან დონორის მასალას იღებდნენ. შემდეგ ოთხი საათი ძვლის ტვინის გადანერგვას დასჭირდა. მთელი ეს დრო პატარა გოგონამ დაუძლურებული ფრენკის გვერდით გაატარა.
ყველაფერი მხოლოდ 2017 წლის დეკემბერში დასრულდა. საბოლოოდ გამოჯანმრთელებულ ბიჭს საავადმყოფოს კარზე სპეციალური ზარის დარეკვის უფლება მისცეს, შემდეგ სახლში გაუშვეს.
„ამას ყველაზე მეტად ველოდით“ – აღიარებენ მშობლები. არადა, ჯერ კიდევ გასულ ზამთარს „კეთილმოსურნე“ მეგობრები წყვილს თანაუგრძნობდნენ და ეუბნებოდნენ: „რა სამწუხაროა, რომ მომავალ წელს თქვენი პატარა აღარ იქნება!“
ახლა ოჯახში სკაის სუპერგმირს უწოდებენ. მის გარეშე ფრენკი გამოჯანმრთელებას ვერ შეძლებდა. პატარა ფრენკი კი ცოცხალი და სრულად ჯანმრთელია!