სკოლის დამლაგებელი ღარიბ ბავშვებს ჩუმად საკუჭნაოში უშვებდა. მოგვიანებით ამის შესახებ ხელმძღვანელობამ გაიგო

1571

ამერიკული სკოლის ხელმძღვანელობა, სადაც კეროლინ კოლინზი მუშაობდა, დამლაგებელს იდეალურ თანამშრომლად მიიჩნევდა. შრომისმოყვარე კოლინზი ყოველდღე მუხლჩაუხრელად მუშაობდა და სასწავლო დაწესებულების იატაკებს წმენდა. 2014 წლიდან ამ ქალმა უფრო სერიოზული მისიის შესრულება დაიწყო.

კეროლინი რთულ სიტუაციაში მყოფ ბავშვებს ეხმარება. სკოლის მოსწავლეებმა ამის შესახებ უკვე დიდი ხანია იციან: თუ სახლში უბედურება ტრიალებს, ჯიბეში ქარი ქრის, უკანასკნელი რვეული გაგითავდა, ხოლო საჭმელი სამი დღე თვალით არ გინახავს, დამლაგებელთან უნდა მიხვიდე. ის ყველაფერს მოგცემს, რაც გჭირდება!

ყველაფერი 2014 წლის ზამთარში დაიწყო. დილით ნაგვის გატანის დროს კეროლინმა შეამჩნია, რომ შენობასთან ორი ბავშვი იდგა. გაკვეთილები მხოლოდ 2 საათის შემდეგ დაიწყო. ქალს არ ესმოდა, თუ ბავშვები სკოლასთან რას აკეთებდნენ, ამიტომ შიგნით შეუშვა და ჩაი დაალევინა.

მალე გაირკვა: მათი დედა სახლიდან გამოაგდეს და ბავშვები მასთან ერთად მანქანაში ცხოვრობენ. როცა ქალს დასახმარებლად ნათესავებთან წასვლა დასჭირდა, შვილები სკოლასთან დატოვა და მალე დაბრუნებას დაპირდა.

ამ ისტორიამ კეროლინს გული მოუკლა. სამუშაო დღის შემდეგ კოლინზი მაღაზიაში საყიდლებზე წავიდა და ბავშვებს საკვები, საკანცელარიო ნივთები და ცოტა ტანსაცმელი უყიდა.

მეორე დღეს ეს ყველაფერი გულუხვობით გაოგნებულ ბავშვებს გადასცა. ძალიან მალე ქალი კიდევ რამდენიმე ცუდ პირობებში მყოფ ბავშვს დაეხმარა.

ცოტა დაფიქრების შემდეგ კეროლინი ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. მათაც დამსახურებული პატივი ეკუთვნით: დამლაგებლის ამბის მოსმენის შემდეგ დახმარებას დაპირდნენ.

უკვე 2014 წლის ზამთრის ბოლო სასწავლო დაწესებულებაში „განსაკუთრებული საწყობი“ ამუშავდა, რომელიც ბავშვების დასახმარებლად საჭირო ნივთებით აღიჭურვა.

თავიდან კეროლინი არახელსაყრელ პირობებში მყოფ ბავშვებს ყველა აუცილებელი პირობით მარტო ეხმარებოდა. მოგვიანებით მასწავლებლებმა და მოქალაქეებმა ფულის, ჰიგიენის ნივთების, ტანსაცმლის და საკანცელარიო ნივთების გაღება დაიწყეს. ახლა „განსაკუთრებულ საწყობში“ კოლინზს ყველა ნივთი აქვს, რაც უბედურ სკოლის მოსწავლეს შეიძლება დასჭირდეს.

ბიჭი, რომელზეც ადრე დამლაგებელი ზრუნავდა და ახლა უნივერსიტეტში სწავლობს, ამბობს: „მისი დახმარების გარეშე ამას ვერ შევძლებდი. როცა დედასთან ერთად უსახლკაროდ დავრჩი, ნათესავებთან გადავედით. მათთან ცხოვრება ვერ შევძელი, ამიტომ რამდენიმე თვე მანქანაში გადავსახლდი. საკუთარი კბილის ჯაგრისიც კი არ მქონდა. მისის კოლინზმა ყველაფერი მომცა, მათ შორის ზამთრის პალტო!“

კეროლინის თავგანწირვა სკოლის მოსწავლეების გაოგნებას იწვევს. კეთილმოსურნე და გულუხვი ქალის მიღმა ტრაგედია იმალება.

6 წლის წინ დამლაგებლის ვაჟიშვილი მეგობართან სტუმრად წავიდა, სადაც შუაგულ საუბარში სახლში ქურდი შეიპარა. შეირაღებულმა თაღლითებმა ბიჭი ადგილზე მოკლეს!

იმ დღიდან კეროლინი უბედური სკოლის მოსწავლეების დახმარებაში შვებას პოულობს. „ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მოლიპულ გზაზე არავინ დაეცეს. ყველა ბავშვი სიყვარულს და თანაგრძნობას იმსახურებს. თუ რაიმეთი დახმარება შემიძლია, რატომაც არა?“

ქალის საქციელი მთელი ქალაქის მადლიერებას იმსახურებს. მსოფლიოში მისი მსგავსი ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს