ვირთევზას ნორვეგიული სუპის 4-6 პორციის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ერთი საათი. რეცეპტი საშუალო სირთულისაა მაგრამ გემო მოლოდინს გადააჭარბებს.
ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა თევზის ბულიონი
- 2 ჭქა რძე
- 1 ჭიქა ცხიმიანი ნაღები
- 6 სუფრის კოვზი კარაქი
- 500 გრამი ვირთევზას ფილე – კანის გარეშე
- 4 საშუალო ზომის კარტოფილი
- 2 საშუალო ზომის სტაფილო
- 1 ღერო მწვანე ხახვი (მხოლოდ თეთრი და მწვანე ნაწილი)
- 1 მცირე ზომის ნიახურის ფესვი
- ნიახურის 2 ღერო
- პატარა თავი ხახვი
- 4 კბილი ნიორი
- პატარა კონა კამა
- ერთი კონა პეტრუშკა
- 1 ლიმნის წვენი
- 1,5 სუფრის კოვზი ვუსტერის სოუსი
- მარილი, ახალდაფქული შავი პილპილი
მომზადების წესი:
- გაასუფთავეთ ბოსტნეული.ხახვის თავი, ნიახურის ფესვი და ღერო დაჭერით წვრილ კუბებად, მწვანე ხახვი წვრილ ნახევარ-რკალებად. კარტოფილი დაჭერით მსხვილ კუბებად, სტაფილო -ალყა-ალყა. ნიორი წვრილად დაჩეხეთ.
- ქვაბში, საშუალო ცეცხლზე გაადნეთ კარაქი. ჩაყარეთ ნიორი, ნიახურის ღერო, ხახვი და ხახვის ღერო, მოაყარეთ მარილი,პილპილი და მოამზადეთ დარბილებამდე 8-10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ სტაფილო, ნიახურის ფესვი, კარტოფილი. ჩაასხით ბულიონი, რძე, ნაღები, ვუსტერის სოუსი და წამოადუღეთ. შემდეგ დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ მორევით მანამ სანამ ბოსტნეული არ დარბილდება დაახლოებით 25 წუთი.
- ვირთევზა დაჭერით ნაჭრებად 5х2 სანტიმეტრი. დაუმატეთ თევზი ბულიონს და გააგრძელეთ ხარშვა, ფრთხილად ურიეთ მომზადებამდე დაახლეოებით 5-6 წუთი. წვრილად დაჭერით კამა და პეტრუშკა და დაუმატეთ სუპს ლიმონის წვენთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ კიდევ მარილი და პილპილი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს