იტალიური ბრინჯის პეროგის რეცეპტი

5

პაპარაცი წარმოგიდგენთ საკმაოდ მარტივად მოსამზადებელ იტალიურ ბრინჯის პეროგს. მისი 8 პორციის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ მაქსიმუმ 1 საათი. შეგიძლიათ მიმართოთ იმპროვიზაციას, დაუმატოთ კურკებგამოცლილი ალუბალი და კომშის ჩირი.

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი ბრინჯი არბორიო
  • 1 ლიტრი რძე
  • 100 გრამი შაქარი
  • 1 ლიმონის გახეხილი ცედრა (კანი)
  • მწიკვი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი ხმელი პურის ქერქი
  • 4 კვერცხი
  • 100 გრამი წვრილად დაჭრილი ნუში
  • 100 გრამი ცუკატები
  • შაქრის პუდრა მოსაყრელად.

მომზადების წესი:

  1.  აადუღეთ რძე შაქრითა და ლიმონის ცედრის ნახევარით, ჩაყარეთ ბრინჯი და მარილი. დაუკელიც ცეცხლს და ხარშეთ 25 წუთი. შემდეგ გააცივეთ და დროდადრო ამოურიეთ ბრინჯს.
  2.  ცუკატები დავჭრათ პატარა ნაჭრებად. განაცალკევეთ ცილა და კვერცხის გული. ბრინჯში დაუმატეთ კვერცხის გული, წვრილად დაჭრილი ნუში, დარჩენილი ცედრა და ცუკატები. გადაურიეთ.
  3. ცილა ათქვიფეთ გასქელებამდე და შევურიოთ ბრინჯის მასას. შესაბამისი ზომის ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ გამხმარი პურის ქერქი. მოვათავსოთ მიღებული მასა ფორმაში და 35 წუთი გამოვაცხოთ ღუმელში 180°С-ზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს