ქართული სამზარეულოს კიდევ ერთი “გამორჩეული ვარსკვლავი” სუპ ხარჩო, რომლის 4-6 პორციის მოსამზადებლად თქვენ დაახლოებით 90 წუთი დაგჭირდებათ. მისი მომზადება საშუალო სირთულისაა და შეიცავს 289 კილოკალორიას.
ინგრედიენტები:
- საშუალო ზომის პომიდორი – 4 ცალი
- 2/3 ჭიქა ბრინჯი
- თითო შეკვრა ქინძი და პეტრუშკა
- 2 მოზრდილი ხახვი
- 1 კილოგრამი ძროხის გულმკერდი ან კანჭი
- მარილი
- 100 გრამი ტყლაპი ან ტომატი
- ნიორი 0,5 თავი
- თითო ჩაის კოვზი დაფქული ქინძი და ხარჩო-სუნელი
მომზადების წესი:
- გარეცხეთ ხორცი, დაასხით ცივი წყალი და წამოადუღეთ, წყალი ადუღეთ ხორცის მოხარშვამდე – ქაფი კი მოაშორეთ ხოლმე.
- ამოიღეთ ხორცი და მოაცალეთ ძვლები, დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად და ჩააბრუნეთ ბულიონში.
- ადუღებულ ბულიონში ჩაყარეთ ბრინჯი, წვრილად დაჭრილი ხახვი, პომიდორი. შემდეგ დაუმატეთ ტყლაპი ან ტომატ პასტა, ქინძი და სუნელი.
მომზადების დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს