იდუმალ ვითარებაში გაუჩინარებული 7 ცნობილი ადამიანი, რომლებიც დღემდე ვერ იპოვეს

0
541

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი უკვალოდ იკარგება. ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, თუ სამძებრო სამუშაოები რამდენად საფუძვლიანად ჩატარდა, თუმცა ისტორიამ აჩვენა, რომ ცნობილი ადამიანებიც ისე გაქრნენ, თითქოსდა ჰაერში აორთქლდნენ.

შესაძლოა, რომელიმე მათგანი დამნაშავის მსხვერპლი გახდა, თუმცა შემთხვევითი გაქრობაც გამორიცხული არაა. როგორც არ უნდა იყოს, ისეთი ადამიანები, როგორიცაა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი და ჰაროლდ ჰოლტი, ერთ წამში გაქრნენ და აღარ გამოჩენილან.

ბისონ დელე

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ამერიკელი კალათბურთელი ბევრს მოგზაურობდა. 2002 წელს შეყვარებულთან და ძმა მაილზთან ერთად წყნარ ოკეანეში საცურაოდ წავიდა. სახლში მხოლოდ მისი ძმა დაბრუნდა. მოგვიანებით მისი ძმა დაკარგული სპორტსმენის პასპორტით მნიშვნელოვანი თანხის მოხსნას ცდილობდა.

პოლიციამ მაილზი, როგორც ერთადერთი ეჭვმიტანილი დააკავა, მაგრამ დაკავებიდან 3 დღის შემდეგ ის მოიწამლა. გამოძიება ჩიხში შევიდა და საქმის თაროზე შემოდება გადაწყვიტეს. ახალი მინიშნება დღემდე არ გამოჩენილა.

კონი კონვერსი

ამ მომღერლის შესახებ ფართო საზოგადოებამ მხოლოდ 2009 წელს გაიგო, როცა ადრე ცნობილ მომღერლებზე სტატია გამოაქვეყნეს. თავად მომღერალმა პოპულარობა ვერ მოიპოვა, რადგან ჯერ კიდევ 1974 წელს დაიკარგა. რაღაც მომენტში, არ აღიარებულმა ვოკალისტმა ცხოვრების თავიდან დაწყება გადაწყვიტა, ახლობლებს დაემშვიდობა და თავისი მანქანით უცნობი მიმართულებით გაეშურა.

ოჯახმა გამომძიებლები დაიქირავა, რომ კონის შესახებ რაღაც ინფორმაცია მაინც ეპოვათ. გამოძიების დროს ნათესავები შეეგუენ მის სურვილს, რომ დავიწყებული ყოფილიყო. მომღერალი უკვე 44 წელია დაკარგულად ითვლება. ვიკიპედიის მიხედვით, კონვერსი 94 წლისაა და დღემდე ცოცხალია.

ჰაროლდ ჰოლტი

ავსტრალიელი პოლიტიკოსი არა მხოლოდ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, არამედ იდუმალ ვითარებაში გაუჩინარებით არის ცნობილი. 1967 წელს 59 წლის ჰაროლდმა შტორმის და მეგობრების თხოვნის მიუხედავად გაცურვა გადაწყვიტა.

მეორე დღეს სრულყოფილი სამძებრო ოპერაცია ჩატარდა, მაგრამ 50-მა მყვინთავმა და 300-ზე მეტმა სამხედრომ მისი პოვნა ვერ შეძლო. შემდეგმა გამოძიებამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ ჰოლტი უკვალოდ დაკარგულად ითვლება.

რიჩი ედვარდსი

ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ბრიტანელმა როკ-მუსიკოსმა საკუთარ თავს ზიანი მიაყენა. ის არაადეკვატური ქცევით ცნობილი იყო – პირდაპირ ინტერვიუს დროს სხეულს იზიანებდა, საჭმელს უგულებელყოფდა, სიგარეტს სხეულზე დადებით აქრობდა. გაუჩინარებამდე რიჩი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა.

Manic Street Preachers-ის ჯგუფის წევრები ანერვიულდნენ, როცა მორიგი კონცერტის წინ რიჩი კონტაქტზე არ გამოვიდა. პოლიციის ვერსიის მიხედვით, 27 წლის მუსიკოსმა თავი მოიკლა, მაგრამ მისი გვამი დღემდე ვერ იპოვეს.

დოროთი არნოლდი

1910 წელს ამერიკის მაღალი საზოგადოების წევრი ქალის გაქრობა აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხად ითვლება. საქმე იმაშია, რომ დოროთის ახლობლებს პოლიციისთვის დაუყონებლივ რომ მიემართათ და კერძო გამომძიებლებზე დრო არ დაეხარჯათ, შესაძლოა ლამაზმანი ეპოვათ.

ქალის ძებნა 10 წელი გრძელდებოდა. საბოლოოდ, დოროთის მამამ ქალიშვილი გარდაცვლილად გამოაცხადა. ამ მიზეზით მემკვიდრეების სიიდან ამოიღო და ძიების პროცესი შეაჩერა, რაზეც საერთო ჯამში 100 ათასი დოლარი დახარჯა.

ჯიმ ტომპსონი

აშშ-ს მეწარმე, რომელსაც ტაილანდური აბრეშუმის ამერიკელ მეფეს უწოდებდნენ, 1967 წელს გაუჩინარდა. ის მალაიზიაში კურორტზე ყოფნის დროს გაქრა. ტერიტორიის საფუძვლიანი დათვალიერების მიუხედავად, ერთი კვალიც კი ვერ იპოვეს. 61 წლის მეწარმის გარდაცვალება მხოლოდ გაუჩინარებიდან 7 წლის შემდეგ გამოაცხადეს.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

„პატარა უფლისწულის“ ავტორი არა მხოლოდ ნიჭიერი მწერალი, არამედ გამოცდილი მფრინავიც იყო. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მეორე დღესვე ომში წავიდა. მისი გაუჩინარება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება – 1944 წელს, მორიგი ფრენის შემდეგ არ დაბრუნებულა.

ტრაგედიის დასრულებიდან 50 წლის შემდეგ გერმანელი მფრინავები ირწმუნებოდნენ, რომ სენტ-ეგზიუპერის თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს, მაგრამ ისინი პოპულარობის მოპოვების სურვილის მქონე ადამიანებად ჩათვალეს. ამასთან, 1998 წელს მეთევზეებმა მწერლის სამაჯური იპოვეს, ხოლო 5 წლის შემდეგ ამავე ადგილას მყვინთავებმა თვითმფრინავის ნარჩენები აღმოაჩინეს. სხეულის პოვნა დღემდე ვერ შეძლეს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი