ეს ბიჭი 4 თვე უსახურ ხრუშოვკის ტიპის ბინას არემონტებდა. მისი შრომის შედეგი გამაოგნებელია

0
3230

ალბათ ერთი ნაცნობი მაინც გყავთ, რომელიც რემონტის ხსენებაზე უცნაურად იმანჭება. ზოგიერთი კი საშენი მასალის ტომრებს ნამდვილად ზევით-ქვევით ატარებს და საკუთარ ცხოვრებას ლანძღავს.

ასეთი პიროვნებისთვის რემონტი მკაცრი განსაცდელია, რომლის გადასალახად გარკვეული დრო და ძალისხმევა სჭირდება. აი, ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი კი სხვა კატეგორიას მიეკუთვნება.

ბინის სრულყოფილად გადასაკეთებლად მას მხოლოდ 4 თვე დასჭირდა. ამასთან საცხოვრებელი ფართი არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თავად ბინას „უსიცოცხლოს“ უწოდებდა. ძველ ხრუშოვკის ტიპის კორპუსში ოროთახიან ბინას ხის იატაკი და ფანჯრები ჰქონდა. გაუფერულებული შპალერი, დაუვიწყარი ლურჯი კედლები სამზარეულოსა და აბაზანაში – მოკლედ, მთელი კომპლექტი სახეზე იყო!

შესყიდვის შემოწმების შემდეგ ბიჭმა სრულყოფილი რემონტის გაკეთება გადაწყვიტა. მან ბინაში ერთი „ყუთის“ დატოვება გადაწყვიტა: კედლების დანგრევა, იატაკის აყრა, შემდეგ ყველაფრის თავიდან აწყობა. სამუშაოს დასრულების ვადა წინასწარ დაადგინა და საქმეს შეუდგა.

ბიჭი ამ სახლში ცხოვრებას თავად აპირებდა და ამიტომ ყველაფერი საკუთარი გემოვნების მიხედვით მოაწყო. მაგალითად, სამზარეულო და მისაღები ოთახი გააერთიანა და ამით სააბაზანოს და საკუჭნაოს ფართი გაზარდა. ეს უკანასკნელი გარდერობის ოთახად გამოიყენა, რომ ტანსაცლის კარადის შეძენა არ დასჭირვებოდა.

მინიმალიზმის სტილი გაცნობიერებულად შეარჩია. მას ახალ ცხოვრებაში მოძველებული ნივთების შეტანის სურვილი არ ჰქონდა, ამიტომ მომავალი სახლი მხოლოდ იმ ნივთებით მოაწყო, რომელიც მისთვის პირად ღირებულებას წარმოადგენდა.

ამასთან, სახლს რამდენიმე უცნაური და ლამაზი დეტალი უკვე შეემატა. მაგალითად, კომპიუტერის მაგიდაზე მსუქანი ბეჰემოთი თავს იწონებს.

გარდერობი, რომელიც საზრიანმა ბიჭმა კარადის ნაცვლად მოაწყო, უბრალოდ და კომფორტულად გამოიყურება. აქ საჭირო ნივთის საპოვნელად საათობით ქექვა არ მოგიწევთ. ყველაფერი ლამაზად დაკომპლექტებულია.

საძინებლის მყუდრო გარემო ეჭვს არ იწვევს: ბინის მფლობელი თავის დამსახურებულ დასვენებას სწორედ აქ გაატარებს. პრაქტიკულად, ზედმეტი დეტალი აქ არ გვხვდება – მხოლოდ პატარა კომოდი.

არანაირი სიჭარბე, არაფერი ზედმეტი – მხოლოდ ელეგანტური დიზაინი და მაქსიმალურად ფუნქციური. ბინის მფლობელის შრომისმოყვარეობა პატივისცემას იმსახურებს, რადგან ასეთ შედეგს მხოლოდ 4 თვეში მიაღწია!

ასეთ ბინაში ცხოვრება ერთი დიდი სიამოვნებაა. აი, როგორი შეიძლება იყოს რემონტი, როცა ზუსტად იცით, თუ რა გსურთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი