
საფუარს გააჩნია მდიდარი მინერალური და ვიტამინური შემადგენლობა, რის გამოც მას ძალზედ სასარგებლო გავლენა აქვს, როგორც მშრალ, ასევე ცხიმიან თმაზე. საფუვრის ნიღაბი ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას და ჰმატებს მას სიძლიერესა და მოცულობას.
ამ პროცედურისთვის თქვენ დაგჭირდებათ დიდი ჭურჭელი. დღევანდელ სტატიაში პაპარაცის რედაქცია წარმოგიდგენთ ჯადოსნურ მეთოდს თმის მოვლისა და მისი სწრაფად ზრდისთვის.
საფუვრის ნიღაბი თმებისათვის
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ წყალი
- 1 ს/კ საფუარი
- 1 ს/კ შაქარი
- 1 ს/კ თაფლი
- 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი
გამოყენების წესი:
- გახსენით საფუარი თბილ წყალში. პროცესის დასაჩქარებლად საფუარს დაუმატეთ შაქარი.
- როდესაც საფუარი გაიხსნება, შეურიეთ თაფლი და მდოგვის ფხვნილი.
- დაიტანეთ ნიღაბი თავის კანზე და თმის ძირებზე. შემდეგ ჩამოიცვით პოლიეთილენის პარკი და შეიხვიეთ პირსახოცით.
- ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი ჩვეულებრივი შამპუნის გამოყენებით. თქვენ შეგექმნებათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს თავზე თმების რაოდენობა გაორმაგდა!
ნიღაბი წიწაკის ნაყენის დამატებით.
ინგრედიენტები:
- 30გ მშრალი საფუარი
- 2 ს/კ წიწაკის ნაყენი
- 1 ს/კ წყალი
გამოყენების წესი:
- გახსენით წყალში საფუარი და შემდეგ დაუმატეთ წიწაკის ნაყენი.
- დაიტანეთ ნიღაბი თავის კანზე და თმის ძირებზე, შემდეგ დაიფარეთ პოლიეთინენის პარკი და შეიხვიეთ თავი პირსახოცით.
- ნიღაბი უნდა გაიჩეროთ არაუმეტეს 20 წუთისა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თავის კანი გაიღიზიანოთ.
- 20 წუთის შემდეგ შამპუნის გამოყენებით დაიბანეთ თავი.
დაუთმეთ მცირეოდენი დრო თქვენი თმების მოვლას, ეს ძალიან მარტივია! თუკი ამ ნიღაბს კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთებთ, თქვენ შეძლებთ შესანიშნავი ვარცხნილობების გაკეთებას სულ მალე.
რედაქციისგან:საფუარი თმის მოვლისა და მისთვის ძლიერი და ჯანმრთელი ზრდის უზრუნველყოფის ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა. მისი შემცველობაში არსებული მინერალები და ვიტამინები (B ჯგუფის ვიტამინები, ცინკი, კალციუმი) ხელს უწყობს თმის ფოლიკულების სტიმულირებას, აძლიერებს მის სტრუქტურას და ხდის მას უფრო მოცულობითს. კვლევებით არის დადასტურებული, რომ საფუარი ფლობს ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილების რეგენერაციის ხელსაყრელ თვისებებს, რაც ხელს უწყობს თმის ზრდის დაჩქარებას (Pereira et al., 2017).
თუმცა, მცენარეული ინგრედიენტების გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ თითოეული კომპონენტის ინდივიდუალური ეფექტი. მდოგვის ფხვნილი და წიწაკა შეიძლება გამოიწვიოს თავის კანის გაღიზიანება, ამიტომ მათი გამოყენება არაა რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მგრძნობელობა აქვთ ან ალერგია ამ ნივთიერებებზე. ნიღაბი, რომელიც შეიცავს მდოგვს და წიწაკას, უფრო აქტიურ მოქმედებას ახდენს, ამიტომ მისი ხანგრძლივი გამოყენება უნდა შეზღუდოთ, რათა არ მოხდეს თავის კანის ზედმეტი გაღიზიანება (Kumar et al., 2019).
დამატებითი უპირატესობა არის ნიღბის რეგულარული გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს თმის სტრუქტურის აღდგენას და გაზრდას, თუმცა ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ ინდივიდუალურ რეაქციებსა და თმის ტიპს.