![SGPhoto_2025_02_12 19_24_50](https://paparazzi.ge/wp-content/uploads/2025/02/SGPhoto_2025_02_12-19_24_50-696x375.jpg)
თუ თქვენ ჩვენი საიტის მუდმივი მკითხველი ბრძანდებით აუცილებლად გეცოდინებათ სოდის მრავალი დადებითი თვისების შესახებაც. ის ძალიან ეფექტურია სახლის მეურნეობაში, დალაგებისას, კერძების მომზადებისას და ტანის მოვლისას. ეს პროდუქტი ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა სახის კანის ნიღაბის დასამზადებლადაც.
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სოდას შეუძლია კვლავ დაგვეხმაროს ჩვენ! ახლა თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ თვალებს ქვევით მდებარე შავ წრეებს, რომელიც გამოუძინებლობის, დაღლილობისა და სტრესის გამო ჩნდება. ეს ნიღაბი ასევე მოგაშორებთ ფერიმჭამელებსა და აკნეს.
პაპარაცი წარმოგიდგენთ ძალიან ეფექტური სახის ნიღავს.
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ სოდა
- 2 წვეთი ჩაის ხის ზეთი
- გამოწურული ნახევარი ლიმონი
მომზადების წესი:
ამ ნიღაბის მომზადება ზედმიწევნით მარტივია, თქვენ უბრალოდ უნდა აურიოთ ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გამოყენების წესი:
დაიტანეთ ნიღაბი სახეზე და გაიჩერეთ 3 წუთით, ერთი კვირის შემდეგ გაიმეორეთ იგივე პროცედურა და ნიღაბი 10 წუთით გაიჩერეთ. ამ დროის ამოწურვის შემდეგ ნიღაბი უნდა ჩამოიბანოთ წყლით.
მათ ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს შეუძლია ნიღაბს მცირეოდენი წყალიც დაუმატოს.
რატომ მუშაობს ეს ნიღაბი?
- სოდა შესანიშნავი ამქერცლავი თვისების წყალობით ის კანიდან მკვდარ უჯრედებს აშორებს, ის ასევე ჩამორეცხავს მთელს ჭუჭყს რომელიც სახეზეა დაგროვებული.
- ჩაის ხის ზეთი ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ფერიმჭამელებისა და აკნეს სამკურნალოდ
- ლიმონის წვენი აფერხებს მზის სხივებით გამოწვეულ აკნესა და პიგმენტური ლაქების წამოქმნას
ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ თქვენ შედეგით აუცილებლად აღფრთოვანდებით, არ დაივიწყოთ გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებსაც.
რჩევა რედაქციისგან: სახის კანის ჯანმრთელობა მრავალფაქტორიანია და მისი მოვლისას მნიშვნელოვანია სწორი ინგრედიენტების შერჩევა. აღნიშნული ნიღაბი შეიცავს სოდას, ჩაის ხის ზეთსა და ლიმონს – ინგრედიენტებს, რომლებსაც ბუნებრივი ანტიბაქტერიული და ექსფოლიაციური (ამქერცლავი) მოქმედება აქვთ.
კვლევები აჩვენებს, რომ სოდა აცილებს ზედმეტ ცხიმსა და მკვდარ უჯრედებს, თუმცა მისი მაღალი pH შეიძლება კანის ბუნებრივი ბარიერი დააზიანოს (Lambers et al., 2006). ჩაის ხის ზეთი ცნობილია ანტიმიკრობული თვისებებით და ეფექტურია აკნეს საწინააღმდეგოდ (Enshaieh et al., 2007). რაც შეეხება ლიმონს, მას გააჩნია კანის მსუბუქი გათეთრების ეფექტი, თუმცა მისი მჟავიანობის გამო მზეზე მგრძნობელობის გაზრდაც შეუძლია (Fisk et al., 2014).
მიუხედავად იმისა, რომ ნიღაბი სასარგებლოა ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის, მგრძნობიარე კანის მქონე პირებმა უნდა გააქტიურონ სიფრთხილე, რათა არ გამოიწვიონ კანის გაღიზიანება. რეკომენდებულია ნიღბის გამოყენებამდე ტესტის ჩატარება ხელის მცირე მონაკვეთზე, ხოლო მისი შემდეგი გამოყენება კვირაში ერთზე მეტჯერ არ უნდა მოხდეს.