![SGPhoto_2025_02_12 19_29_48](https://paparazzi.ge/wp-content/uploads/2025/02/SGPhoto_2025_02_12-19_29_48-696x498.jpg)
ეს სტატია სწორედ მათთვისაა, ვინც ამ საკმაოდ გარცელებული პრობლემისგან იტანჯება. უამრავი ქალბატონი ოცნებობს ხელებიდან ჩამოკიდებული კანის მოშორებაზე, თუმცა შესაბამისი გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ნუ ნერვიულობთ, რადგან პაპარაცის რედაქცია ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ!
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელი ვარჯიშების დასადგენად, მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 70_მა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. თითოეულ მათგანს ტრიცეფსზე დაუმონტაჟეს ელექტრომაგნიტური ელექტროდები და დავალებად სხვადასხვა ვარჯიშების შესრულება მისცეს. მკვლევარები სათითაოდ აკვირდებოდნენ თითოეული ქალბატონის კუნთების აქტივობას, რის შედეგადაც გამოიტანეს დასკვნა, თუ რომელი ვარჯიში იძლევა რეალურ შედეგს და რომელი ვარჯიშია ტყუილი დროის კარგვა.
რეალური შედეგის მომცემი ვარჯიშები:
კვლევების შედეგად დადგინა, რომ კუნთების აქტივიზირებისთვის საუკეთესო ვარჯიში – აზიდვებია. თქვენ არ დაგჭირდებათ რაიმე სპეციალური დამხმარე ხელსაწყო ამ ვარჯიშის შესასრულებლად. აზიდვები შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც სწორად გაშლილ ფეხებზე, ასევე მუხლებზე. დაიმახსოვრეთ, რომ არ არის აუცილებელი ამ ვარჯიშების იდეალურ დონეზე შესრულება, მთავარია მოინდომოთ, გაიჭირვოთ და ყველაფერი გამოგივათ!
მეცნიერებმა კვლევაში ჩართეს ვარჯიშების მთელი რიგი, რომლებიც უზრუნველყოფს ხელებისა და წელის ყველა კუნთის დატვირთვას. ამ ვარჯიშებს იდეალურ ტონუსში მოყავს ჩვენი ტიცეფსი.
მოხრილ მდგომარეობაში ხელების ვარჯიში გირის დახმარებით იდეალურია ხელების ლამაზი ფორმის მოსაპოვებლად. ეს ვარჯიშები შესანიშნავ შედეგებს იძლევა, თანაც მათ შესასრულებლად დამატებითი ხელსაწყოები არ დაგჭირდებათ. გირი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვა არც თუ ისე მსუბუქი, პრაქტიკული ნივთით.
აზიდვები უკან საყრდენით – იდეალური გადაწყვეტილება ხელის კუნთების გასააქტიურებლად და მათ ტონუსში მოსაყვანად. გაითვალისწინეთ, რომ გმართებთ დიდი სიფრთხილე, რადგან ამ დროს მხრების სახსრები საკმარისზე მეტად იტვირთება.
შეასრულეთ ეს ვარჯიშები რეგულარულად, თქვენთვის მოსახერხებელ დროს და ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მუშობთ გამძლეობის ამაღლებაზე, სასურველია შეასრულოთ ეს ვარჯიშები 2-3 რიგად, თითოეულ მისვლაზე 12-15 გამეორებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიზანს მხოლოდ ხელის კუნთების გამკვრივება წარმოადგენს, შეასრულეთ ვარჯიშები 2-4 რიგად, თითოეულ მისვლაზე 6-12 გამეორებით.
ვიდეო, რომელშიც დეტალურადაა ახსნილი ყველაფერი:
რედაქციისგან:ხელების მოდუნებული კანის პრობლემის მოსაგვარებლად ფიზიკური აქტივობა უმთავრესი საშუალებაა. კვლევები აჩვენებს, რომ ტრიცეფსის გამაგრებისთვის ყველაზე ეფექტური ვარჯიში აზიდვებია, რადგან ისინი ხელს უწყობენ ამ კუნთის მაქსიმალურ გააქტიურებას და ტონუსში მოყვანას (Boeckh-Behrens & Buskies, 2000).
გარდა ამისა, წონით დატვირთული ვარჯიშები, მათ შორის გირის ან სხვა პრაქტიკული ნივთის გამოყენება, აძლიერებს კუნთოვან მასას და ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის შემცირებას. მნიშვნელოვანია ვარჯიშების რეგულარულობა და მათი სწორად შესრულება, რათა თავიდან ავიცილოთ ტრავმები და მივაღწიოთ ეფექტურ შედეგს.
პრაქტიკაში, ვარჯიშების სწორი კომბინაცია და თანმიმდევრული შესრულება იძლევა საუკეთესო შედეგებს. რაც უფრო ინტენსიური და მრავალფეროვანია კუნთის დატვირთვა, მით უკეთესია მისი ტონუსში მოყვანის შესაძლებლობა. ამიტომ, აუცილებელია მოთმინება და რეგულარული ვარჯიში, რათა შედეგი იყოს ხანგრძლივი და ეფექტური.