გერმანელი მედიკოსები გვასწავლიან, როგორ ამოვიცნოთ კანის კიბო ადრეულ სტადიაზე.

0
939
Getty Images/iStockphoto/Christoph Burgstedt

კანის კიბოთი ავადდება სულ უფრო მეტი ადამიანი, ამტკიცებენ გერმანელი მეცნიერები. მედიკოსები გვასწავლიან რომელი განსაკუთრებულობებით შეგვიძლია ამოვიცნოთ კანის კიბო და შეგვახსენებენ რომ მისი მკურნალობის ეფექტურობა დიდად არის დამოკიდებული დროულად აღმოჩენაზე. ამის შესახებ წერს გამომცემლობა focus.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კანი არ ივიწყებს აგრესიული ზემოქმედების  შემთხვევებს.

ადამიანები რომლებიც ბევრს თამაშობდენ მცხუნვარე მზის ქვეშ ბავშვობაში, ახალგაზრდობაში მუდამ სტუმრობდენ სოლარიუმებს მომავალში შესაძლოა კანის კიბოს წარმოშობის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდენ .

„კანის კიბოს შესახებ 201 წლის მოხსენების“ თანახმად რომელიც Techniker Krankenkasse – მა შემოგვთავაზა დადგინდა -2009-2015 წლის პერიოდში კანის კიბოს აგრესიული ფორმები, მელანომას შემთხვევა გაიზარდა 30% ით. ასეთი შემთხვევების ზრდა განსაკუთრებულად შეინიშნება 75-79 წლის ასაკში. გარდა ამისა კანის კიბოთი შესამჩნევად ხშირად ავადდებიან ქალბატონები 45 დან 54 წლამდე. მედიკოსები ამას უკავშირებენ ქალბატონების სოლარიუმში უფრო ხშირ სტუმრობას, რუჯის უფრო ხშირად მიღებას.

როგორ ამოვიცნოთ კანის კიბო? სპეციალისტების სიტყვებით, კიბოს დროული დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია დერმატოლოგთან რეგულარული სტუმრობა.

საკუთარი თავის შემოწმება ყველას შეგიძლიათ ABCDE წესის დახმარებით, რის შესახებაც მედიკოსები დეტალურად გვიყვებიან.

focus/Techniker Krankenkasse

A – ასიმეტრია. ხალს გააჩნია ერთგვაროვანი მრგვალი ფორმა? – ეს კარგია.

ხალი არის უსწორმასწორო, ასიმეტრიული? –  უნდა მიაკითხოთ დერმატოლოგს.

B – შეზღუდვა. ხალის კუთხეები არიან მკვეთრად მოხაზული და გლუვი? – ეს კარგია.

კიდეები მკრთალია, გაცრეცილია, უსწორმასწოროა, ზედაპირი არ არის გლუვი?  – მიმართეთ დერმატოლოგს.

C- ფერი. ხალს გააჩნია ერთგვაროვანი ფერი? – ეს კარგია.

თუ ხალის ფერი ერთგვაროვანი არ არის, მაში შეიმჩნევა ლაქები ან წერტილები მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.

D-დიამეტრი. თუ ხალი ყველაზე განიერ ნაწილში არ აღემატება ხუთ მილიმეტრს ეს კარგია.

თუ ხალის დიამეტრი აღემატება ხუთ მილიმეტრს ან მას აქვს სფეროსებრი ფორმა აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი.

E – განვითარება. ხალი მუდმივად ბრტყელია და არ იცვლის ფორმას? –  ეს კარგია.

თუ ხალი გაიზარდა და სიმაღლეში ერთ მილიმეტრს აღემატება, ვითარდება და აგრძელებს ზრდას? ეს მნიშვნელოვანი მიზეზია ესტუმროთ დერმატოლოგს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი