
გემრიელი და არომატული ცხვრის ხორცი ბროწეულის უნიკალური გემოთი – ეს რეცეპტი აუცილებლად გაამდიდრებს თქვენს სუფრას. ხანგრძლივი მარნადების პროცესის წყალობით ხორცი იღებს ღრმა და ინტენსიურ არომატს, ხოლო ბროწეულის წვენი მას დაუვიწყარ სიტკბო-მჟავე ნოტებს სძენს. რამდენიმე მარტივი ინგრედიენტით და მოთმინებით, შეგიძლიათ შექმნათ ნაზი, წვნიანი და სრულყოფილად დაბალანსებული კერძი, რომელიც სტუმრებსა და ოჯახის წევრებს განსაკუთრებულად დაამახსოვრდებათ.
მომზადების ხანგრძლივობა 14 საათი და 25 წუთი, აქედან 12:15 შესამზადებლად, 2:10 მომზადებისათვის.პორციების რაოდენობა -8 პორცია.
ინგრედიენტები 8 პორციაზე:
- ცხვრის უკანა ფეხების ხორცი 2კგ
- ნიორი 10კბილი
- ნარშარაბი (ბროწეულის წვენი) 200 გრ
- ზეითუნის ზეთი 150მლ
- მარილი 1 ჩ/კ
- შავი პილპილი 3 მწიკვი
მომზადების ინსტრუქცია:
- მაშ ასე, თავდაპირველად ჩვენ გვესაჭიროება ხორცის დამარინადება. ამისათვის ბლენდერში ვყრით ნიორს, ბროწეულის მარცვლებს (ნარშარაბი 150მლ), ზეითუნის ზეთს (100მლ) და მარილს პილპილით.
- ვაბლენდერებთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცხვრის ბარძაყს კარგად ვრეცხავთ ცივ წყალში და ვაშრობთ. შევაზილოთ ხორცს მარინადი და მოვათავსოთ პოლიეთინელის პაკეტში, ჩავასხათ მორცენილი მარინადიც.
- კარგად დავხუროთ პაკეტი და მოვათავსოთ მაცივარში 12 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ გამოვიღოთ ხორცი, გადავრეცხოთ და გავაშროთ. მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ფორმაში.
- წავუსვათ ხორცს ბროწეულის წვენი (50მლ) და ზეთი (50მლ). ღუმელი გავახუროთ 200С და მოვათავსოთ ფორმა გამოსაცხობად 40 წუთით, პერიოდულად წავუსვათ ბროწეულის-ზეითუნის ნაზავი. შემდეგ შევამციროთ ტემპერატურა 160C და გავაჩეროთ კიდევ ნახევარი საათი. ამის შემდეგ თქვენი ცხვრის ხორცი ბროწეულის მარინადში მომზადებულია