თითოეულ ქალს ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისთვის თავისი პატარა ხრიკები აქვს. მამაკაცებს უკვე არ უკვირთ, როცა სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებით სავსე კარადის თაროებს ხედავენ.
და თითქმის არაფერს ამბობენ, როცა ყველაფერი ეს მათ ტერიტორიასაც იკავებს. თუმცა თავად ქალებმაც კი არ იციან, რომ სილამაზის შესანარჩუნებლად მარტივი და იაფი მეთოდები არსებობს. მთელი არსი ბუნებრივ კომპონენტებშია. რომელი საშუალება და რისთვის? ჩაიწერეთ და შეინახეთ!
ყველაზე პოპულარულით დავიწყოთ. ყველამ იცის, რომ აბუსალითინის და ბირკავას ზეთები თმის ზრდის დასაჩქარებლად სასარგებლოა. არ დაგავიწყდეთ, რომ მათი დახმარებით წამწამების ან წარბის გაზრდასაც შეძლებთ.
ჩვეულებრივ გარგარის ზეთი მთელი სხეულის მასაჟისთვის და ფრჩხილების გამოსაკვებად გამოგადგებათ. სხვათა შორის, ამ ხილის სკრაბის სასარგებლო თვისებებიც საოცარია, თან ძვირი არ ღირს. სცადეთ!
ცხარე წიწაკის ნაყენი თმის ზრდის დამაჩქარებელი ნიღბებში გამოგადგებათ
მუმიო სტრიების მოსაშორებლად შესანიშნავი საშუალებაა. უბრალოდ ერთი აბი რომელიმე ტანის კრემში და ცოტა წყალში გახსენით და პრობლემურ ზონაზე წაისვით.
ლავანდის ეთერზეთი თავის სწრაფად დაბინძურებისგან დაგიცავთ. საკმარისი იქნება რამოდენიმე წვეთი დაუმატოთ თქვენს თმის კონდიციონერს.
ზღვის მარილის დახმარებით ფრჩხილებისა და მთელი სხეულისთვის შესანიშნავ აბაზანას გაიკეთებთ.
თუ მშრალი კანი გაქვთ, ხორბლის მარცვლის ჩანასახების ზეთი გამოიყენეთ.
აი, თვალის ირგვლივ კანისთვის და ნაოჭების საწინააღმდეგოდ ჟოჟობას ზეთი გამოგადგებათ და არაფერი ზედმეტი არ შეგაწუხებთ.
სალიცილი-თუთიის პასტა უკვე არაერთ თაობას აკნეს მოშორებაში ეხმარება. მისი დახმარებით გამონაყარს გამოაშრობს და მოიშორებთ. აფთიაქში კი ძალიან იაფად შეიძენთ.
A და E ვიტამინები კაფსულებში შეიძინეთ. შეგიძლიათ მშრალ ტუჩებზე წაისვათ.
რა თქმა უნდა, ბლეფაროგელი 1. სუფთა ჰიალურონის მჟავის შემცველობის წყალობით თვალებს ქვეშ ჩაშავებული უპეებისგან დაგიცავთ.
აი, ასეთი მარტივი და შეუცვლელი დამხმარე საშუალებები არსებობს! აუცილებლად გამოცადეთ.