
ზოგჯერ წონის მატება მის დაკლებაზე რთულია ხოლმე. ზოგიერთი ადამიანისათვის ეს ნამდვილი პრობლემაა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. რათქმუნდა არსებობს დანამატები რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია წონის მომატება, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ პროდუქტებითაც შეიძლება. ისინი აუცილებლად უნდა გახდენთ თქვენი ყოველდღიური რაციონის მთავარი ინგრედიენტი.
ეს საიდუმლო პროდუქტი მანგოა! მისი შედეგიანობის სეფასება ერთი თვის შემდეგაც შესაძლებელი იქნება. აღსანიშნავია, რომ მანგოს გამოყენება შეუძლია შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებსაც. ეს ხილი ანელებს ანთებით პროცესებს, ამცირებს ალერგიულ გამოვლინებებს, მანგოში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებენ სისხლის ფილტრაციის ფუნციას.
წონის მოსამატებლად უნდა გააკეთოთ შემდეგი: ერთი თვის განმავლობაში, დღეში სამჯერ სვით კოქტეილი, რომელიც დამზადებული იქნება 1 მწიფე მანგოსგან და 150მლ რძისგან. დაიმახსოვრეთ მანგო მიირთვით ყოველთვის რძესთან ერთად და შედეგით გაოცებულები დარცებით.
არ დაივიწყოთ დამატებითი დიეტაც, რომლის დაცვაც ამ დროს აუცილებელია. თქვენს კვების რაციონში ყოველთვის უნდა ფიგურირებდენ შემდეგი პროდუქტები:
- მარცვლეული (ლობიო, გაროხი)
- კვერცხი
- ქიშმიში და ლეღვი
- ნუში
- არაქისის კარაქი
- ბანანი
- კარტოფილი
წონის მომატება აუცილებლად სწორი რაციონით უნდა მოხდეს და არა ბიოდანამატების დახმარებით და თქვენი ორგანიზმი ჯანმრთელობას შეინარჩუნებს.
რედაქციისგან:წონის მომატება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი რეგულირება, განსაკუთრებით იმ პირებისთვის, რომლებიც სუსტი სხეულის აგებულების გამო ჯანმრთელობის პრობლემებს აწყდებიან. კვლევები მიუთითებენ, რომ მანგო მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას ავლენენ, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის (Kim et al., 2010).
მანგოსა და რძის კომბინაცია არა მხოლოდ კალორიულობით გამოირჩევა, არამედ ხელს უწყობს ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილების და ცხიმების შეთვისებას. რაციონში ცილის, ბოჭკოს და ჯანსაღი ცხიმების შემცველი პროდუქტების ჩართვა (როგორიცაა ლობიო, კვერცხი, თხილი) ხელს უწყობს წონაში ჯანსაღ მატებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წონის მომატება სწორ კვებას და არა მაღალკალორიული, მაგრამ არასასარგებლო საკვების მიღებას დაეყრდნოს.