უძილობა პრობლემას აღარ წარმოადგენს თუ ბანანისა და დარიჩინის ნაყენს მიიღებთ.

395

რთული სამუშაო დღის შემდეგ, ზოგჯერ ძალიან გვინდა მოვდუნდეთ და დავიძინოთ… თუმცა უამრავი საფიქრალი და სანერვიულო დამშვიდებისა და დაძინების საშუალებას არ გვაძლევს.ეს რეცეპტი განსაკუთრებით მათ დაეხმარება ვინც უძილობით იტანჯება, მათ ვისაც ცუდი სიზმრები ძილს უფრთხობს. სისტემატიური გამოუძინებლობა კი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახება, ამიტომ დრო მოვიდა მივხედოთ ამ საკითხსაც.. ამ პრობლემის გადაჭრა ძალიან მარტივვი პროდუქტების შერწყმით არის შესაძლებელი.

ნუ იჩქარებთ აფთიაქში ძილის წამლების საყიდლად წასვლას, რადგან მათი მიღების შემდეგ დილით თავს დაღლილად და სუსტად იგრძნობთ. მოეშვით ყველა საქმეს დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე, დრო მიეცით თქვენს ორგანიზმს დასვენებისათვის მოემზადოს, ეს ასევე დაგეხმარებათ შესაბამისი ჰორმონების გამომუშავებაში. მიირთვით ჩვენს მიერ შემოთავაზებული სასმელის ერთი ფინჯანი და გაემართეთ მშვიდად დასაძინებლად.

ინგრედიენტები:

  • 1 ბანანი თავის კანით
  • ერთი მწიკვი დარიჩინი
  • 150 მლ წყალი

მომზადების წესი:
ავიღოთ ბანანი და გულდასმით გავრეცხოთ, მოვაჭრათ ბოლოები ორივე მხრიდან. მცირე ზომის ჭურჭელში წყალი მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ჩააგდეთ მასში ბანანი თავის კანით და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში ძალიან ნელ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან , დაუმატეთ დარიჩინი და დააყენეთ 3 წუთით. გაფილტრეთ და მიირთვით.
ეს ჯადოსნური ნაყენი არა მხოლოდ უძილობის პრობლემას მოგიგვარდებთ, არამედ დაეხმარება თქვენს ორგანიზმს უკეთ შეითვისოს საკვები მინერალები, რომელიც ვახშმობისას მიიღეთ.

რედაქციისგან:ბანანისა და დარიჩინის შემცველი სასმელი მართლაც სასარგებლო საშუალებაა ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად. კვლევები ადასტურებენ, რომ ბანანში დიდი რაოდენობით გვხვდება კალიუმი და მაგნიუმი, რომლებიც ამშვიდებენ ნერვულ სისტემას და ამცირებენ კუნთოვან დაძაბულობას, რაც ხელს უწყობს უკეთ დაძინებას (Hudson et al., 2020).

დარიჩინი კი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს, რაც ასევე შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს ღრმა და მშვიდი ძილის მიღწევაში (Anderson et al., 2013). თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ბანანის სასმელი ზომიერად მიიღოთ, რადგან მასში არსებული ბუნებრივი შაქრები შეიძლება უკუშედეგიც გამოიწვიოს, თუ ორგანიზმისთვის ზედმეტად დიდი რაოდენობით მოხმარება მოხდება. ყოველდღიურობაში ამ სასმელის ჩართვა ნამდვილად შეიძლება როგორც ბუნებრივი და უსაფრთხო ალტერნატივა, რომელიც ხელს უწყობს ძილის ჰორმონ მელატონინის ბუნებრივ გამომუშავებას.