ეს რეცეპტი ნამდვილი საგანძურია წონაში კლებისა და ქოლესტერინის დონის დასაწევად

262

დგესდღეობით უამრავი საშუალება არსებობს ქოლესტერინის გასანადგურებლად, უამრავი პრეპარატი და ხალხური რეცეპტი ცხიმების დასაწვავად.. თუმცა ამავდროულად არსებობს უნივერსალური, ხალხური, ნატურალური საშუალება – სასმელი რომლის გამოყენების რეკომენდაციასაც ექიმები იძლევიან! ჯანმრთელობის დაცვის დარგის ექსპერტები მას ჭარბწონიანი და ქოლესტერინის მაღალი დონის მქონე ადამიანებისათვის ნამდვილ პანაციას უწოდებენ. შეინახეთ ეს რეეპტი და გამოიყენეთ ყოველდღიურად.

ინგრედიენტები:

  • 2 ლიტრი მინერალური წყალი
  • 2 დიდი შეკვრა ოხრახუში (პეტრუშკა)
  • 3 საშუალო ზომის ლიმონი

მომზადების წესი:

მიაქციეთ ყურადღება, ყველა ეს ინგრედიენტი სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. მათ არ გააჩნიათ უკუჩვენებები.მაშ ასე, ლიმონი აუცილებელია ყურადღებით გაირეცხოს, შემდეგ მცირეოდენი სოდის დახმარებით გაიხეხოს ყველა მხრიდან. ამ ხერხით თქვენ ქიმიკატებისა და პესტიციდების მოხვედრას ნაყენში გამორიცხავთ. ჩამორეცხეთ სოდა.

მინერალური წყალი მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და დაელოდეთ მის გაცივებას 30°С ტემპერატურამდე. ამ დროის განმავლობაში წვრილად დაჭერით პეტრუშკა და ლიმონი, შემდეგ კი გაცივებულ წყალში დაუმატეთ. კარგად გადაურიეთ და გაფილტვრის გარეშე გადაიტანეთ ბანკაში. დახურეთ ჰერმეტულად თავსახური და შეინახეთ მაცივარში. დილით გამოიღეთ ბანკა კარგად შეანჯღრიეთ და მიირთვით 100 მლ უზმოზე. ეს ნაყენი უნდა სვათ ყოველდღიურად.

ამ შესანიშნავ რეცეპტს წარმოუდგენელი ეფექტურობა ახასიათებს. ის არა მხოლოდ ცხიმების დაწვაში დაგეხმარებათ, არამედ გაგუმჯობესებთ ჯანმრთელობასაც.

რედაქციისაგნ: ოხრახუშისა და ლიმონის შემცველი ნაყენი, მართლაც, მრავალი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. ლიმონი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის დაქვეითებას და სისხლძარღვების ელასტიკურობის გაუმჯობესებას (Kritchevsky et al., 2019). ოხრახუში კი მდიდარია ფლავონოიდებითა და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ეხმარება ღვიძლს ტოქსინების გამოდევნაში და ამცირებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში (Guimarães et al., 2018).

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაყენი ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მნიშვნელოვანია, რომ ის არ განიხილებოდეს, როგორც ქოლესტერინის წინააღმდეგ დამოუკიდებელი მკურნალობა. ექიმის მიერ დანიშნულ დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან კომბინაციაში, ასეთი სასმელები ნამდვილად შეიძლება იყოს სასარგებლო, თუმცა მათი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც თირკმლის პრობლემები აქვს, რადგან ოხრახუში შესაძლოა დიურეზულ ეფექტს იწვევდეს.