რეცეპტი რომლის მეშვეობითაც, ძველად ქალბატონები ზედა ტუჩიდან თმას იშორებდენ.

376

არასასურველი თმები ზედა ტუჩზე ქალბატონებისთვის ნამდვილ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც უამრავ კომპლექს, უხერხულობასა და ტანჯვას იწვევს.როგორც წესი ის გამოქვეულია ჰორმონალური დაღვევით, მემკვიდრეობის ფაქტორით, ძლიერი სტრესებით. დღევანდელ დღს უამრავი კოსმეტოლოგიური საშუალება არსებობს, მაგრამ ძველად ქალბატონები იყენებდენ საკმაოდ მარტივ მეთოდს. სწორედ ამ მეთოდის შესახებ მოგიყვებათ დღეს პაპარაცის რედაქცია.

რეცეპტი რომელსაც ძველად ქალბატონები ზედა ტუჩიდან თმის მოსაშორებლად იყენებდენ.

  • 1 ს/კ ფქვილი
  • ½ ჩ/კ კურკუმა
  • რძე

პირველი ორი ინგრედიენტი აურიეთ ჭურჭელში და დაუმატეთ რძე ისე, რომ მიიღოთ ფაფის მაგვარი მასა. ეს ნაზავი წაისვით პრობლემურ ადგილას. სრულად გაშრობის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოირეცხოთ.ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ მანამ, სანამ პრობლემა არ მოგვარდება.

შაქარი, როგორც დეეპილაციისთვის ცვილის ალტერნატივა.

მოხარშეთ სქელი სიროფი შაქრით,წლით და ლიმონის წვენით. წაუსვით მიღებული ნაზავი ნაჭერს და დაიდეთ პრობლემურ ადგილას. შეშრობის შემდეგ კი აიფხრიწეთ ამ ნაჭრის დახმარებით თმები.

რათქმაუნდა თანამედროვე მედიცინა უფრო გულუხვია და ამასთანავე ნაკლებად მტკივნეულიც, მაგრამ სილამაზე დროს არ ემორჩილება. ქალბატონები ყველა ეპოქაში ეძებდენ მეთოდებს სილამაზის შესანარჩუნებლად და ისინი ამას ახერხებდენ კიდეც.

იქნებ თქვენთვისაც ცნობილია რაიმე მზგავსი მეთოდის შესახებ – აუცილებლად დაგვიტოვეთ კომენტარებში თქვენი რჩევები და არ დაიზაროთ გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს.

რედაქციისგან: ზედა ტუჩზე არასასურველი თმის ზრდა ხშირად ჰორმონალურ დისბალანსს, გენეტიკურ ფაქტორებს ან სტრესს უკავშირდება (Azziz et al., 2019). თმის მოშორების ბუნებრივ მეთოდებს, როგორიცაა კურკუმისა და ფქვილის ნაზავი, ახასიათებს მსუბუქი გამაღიავებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც კანის გაღიზიანების მინიმიზაციას უწყობს ხელს.

შაქრის პასტა, რომელიც სხვა კომპონენტებთან ერთად საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა აღმოსავლურ კულტურებში, კანისთვის შედარებით უსაფრთხო ალტერნატივაა, რადგან არ იწვევს მძიმე ქიმიურ რეაქციებს. თუმცა, ამ პროცესმა შესაძლოა კანის გაღიზიანება ან დროებითი სიწითლე გამოიწვიოს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ მეთოდებს თავისი უპირატესობები აქვს, ჰორმონალური დარღვევების ან პათოლოგიური ჰირსუტიზმის (ჭარბთმიანობის) შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. თანამედროვე ლაზერული თერაპია და ფოტოეპილაცია უფრო ეფექტური და ხანგრძლივ შედეგს იძლევა, თუმცა მათი გამოყენების მიზანშეწონილობა ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს