
ჩინელი და რუსი ექიმბაშები აქტიურად გამოიყენებენ უბრალო ალუმინის ფოლგას სხვადასხვა დაავადებების განსაკურნებლად. ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერებმა საკუთარი ვარაუდი გამოთქვეს: ”მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ალუმინის ფოლგის შესაძლებლობები მხოლოდ სამზარეულოში კულინარიული შედევრების შექმნით არ შემოიფარგლება და მისი გამოყენება საკმურნალო დანიშნულებითაცაა შესაძლებელი”.
ალუმინის ფოლგა სუპერ ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა დაავადებების განსაკურნებლად, განსაკუთრებით კი ტკივილის გასაყუჩებლად. ეს საუკეთესო საშუალებაა კისრის, მუხლების, მხრებისა და ქუსლების არეში განცდილი ტკივილის მოსახსნელად, რომლისთვისაც გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები საერთოდ არ არის დამახასიათებელი.
როგორ მუშაობს ეს მეთოდი?
უბრალოდ დაიდეთ ფოლგის ნაჭერი პრობლემურ ადგილას და ხანმოკლე დროში თავად იგრძნობთ, თუ როგორ მცირდება აუტანელი ტკივილის განცდა.
დაჭერით ალუმინის ფოლგა შესაბამის ზომებად, დაიფინეთ პრობლემურ ადგილას და დააფიქსირეთ იგი დოლბანდის ან თაბაშირის გამოყენებით. გაიმეორეთ ეს პროცედურა 10-12 დღის განმავლობაში. ღამით ფოლგის მოხსნა არ არის აუცილებელი, უბრალოდ ყოველდღიურად შეცვალეთ ძველი ფოლგა ახალით.
ექსპრეს მეთოდი აუტანელი ტკივილის სწრაფად მოხსნისთვის
გამოიყენეთ ფოლგა იმისთვის, რომ შეიმციროთ ტკივილის განცდა კისრის, ზურგის, ხელებისა და სახსრების არეში. ალუმინის ფოლგა არაჩვეულებრივი საშუალებაა რადიკულიტის, რევმატოიდული ართრიტის, გაციების, დაგროვილი მარილების, ნაწიბურების და პოდაგრის წინააღმდეგ საბრძოლველად.
დაიდეთ 5-7 ფენად გადაკეცილი ალუმინის ფოლგა ფეხებზე (თითოეულ ფენას შორის უნდა მოათავსოთ ბამბის თხელი ფენა). გაიჩერეთ ეს კომპრესი 1 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ გააკეთეთ 2 საათიანი შესვენება და კვლავ გაიმეორეთ პროცედურა.
რედაქციისგან:ალუმინის ფოლგის სამკურნალო თვისებები მეცნიერულად დადასტურებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ალუმინის ფოლგა შეიძლება დროებით შეამცირებდეს სიცივეს ან სითბოს დაკარგვას, რაც შესაძლოა ტკივილის აღქმის შემცირებაში დაეხმაროს, მისი პირდაპირი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება არ არის მტკიცებულებით გამყარებული.
ალუმინის ფოლგას არ გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი ქიმიური თვისებები, რაც მას ტრადიციული სამედიცინო საშუალებებიდან განასხვავებს. თუმცა, პლაცებო ეფექტის მეშვეობით შესაძლოა ადამიანებმა იგრძნონ დროებითი შვება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის სუბიექტურ კეთილდღეობას აუმჯობესებს (Benedetti et al., 2011).
ხანგრძლივი ან ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ძირეული მიზეზის დადგენა და სამედიცინო კონსულტაციის გავლა. ფოლგის მეთოდის გამოყენება უვნებელია, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს მეცნიერულად დადასტურებულ სამკურნალო მეთოდებს.