
ხშირად იყენებთ ძვირადღირებულ ანტიცელულიტურ საშუალებებს?! პაპარაცი გთავაზობთ გამოიყენოთ თქვენი ხელით დამზადებული საშუალება, რომელიც უფრო იაფი, ეფექტური და უსაფრთხო იქნება. გამსცადეთ და თავად დარწმუნდებით ამაში!
ანტიცელულიტური საშუალების დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- 10 მლ საბავშვო კრემი
- 20 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი
- 3-5 წვეთი დარიჩინის ეთერზეთი
როგორც ინგრედიენტებიდან დაასკვნიდით ამ საშუალების მთავარი ინგრედიენტს საბავშვო კრემი (ძეცკი კრემი) წარმოადგენს. ის საკმაოდ უსაფრთხოა, რადგან არ შეიცავს მავნე ქიმიურ შემადგენლებს. მასში იდეალურად არის შერწმული დამატენიანებელი და მკვებავი კომპონენტები. ფორთოხლის ეთერზეთი მნიშვნელოვანი კომპონენტია (მოგვიტევეთ ტავტოლოგია) “ფორთოხლის კანთან” საბრძოლველად. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ლიმონის ასევე მანდარინის ეთერზეთი, თმცა ფორთოხლის ეთერზეთი ყველაზე უკეთ მოქმედებს.
მომზადების პროცესი საკმაოდ მარტივია: აიღეთ სუფთა სტერილური თავსახურიანი ქილა, მოათავსეთ მასში 100მლ საბავშვო კრემი, დაუმატეთ ეთერზეთების წვეთები და კარგად შეურიეთ. დააფარეთ თავსახური შეინახეთ 10 საათით ბნელ ადგილას. მისი მაცივარში შენახვა საჭირო არ არის. ყოველი გამოყენების წინ მსუბუქად აურიეთ კრემს, შემდეგ კი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანში.
ეს პორცია გეყოფათ ერთი კვირა. თუ კვლავაც დაგჭირდებათ თქვენ თავისუფლად შეძლებთ მოამზადოთ იგივე კრემი ამ რეცეპტით.
რედაქციისგან:ეს ანტიცელულიტური კრემი მართლაც შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას, თუმცა მხოლოდ გარეგანი გამოყენებით ცელულიტის გაქრობა შეუძლებელია.
ფორთოხლის ეთერზეთი ცნობილია ლიმფოდრენაჟის და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების უნარით, რაც შეიძლება ხელს უწყობდეს კანის ტონუსის ამაღლებას და ცხიმის დაშლის პროცესის დაჩქარებას (Kumar et al., 2012).
დარიჩინის ეთერზეთი გამოირჩევა თბომომქმედი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რაც კანის ზედაპირზე სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს (Pires et al., 2017).
საბავშვო კრემი კი ატენიანებს და იცავს კანს, თუმცა არ აქვს უშუალო ზეგავლენა ცელულიტზე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საშუალება შეიძლება კანს გაუმჯობესებული იერი მისცეს, ცელულიტის შემცირებისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს ბალანსირებულ კვებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას და საკმარისი რაოდენობის წყლის მიღებას.