ეს სანელებელი სხვადასხვა სფეროებში აქტიურად გამოიყენება: სამზარეულოში, კოსმეტოლოგიასა და ჭარბ წონასთან ბრძოლაშიც კი. რა თქმა უნდა, ორგანიზმის დასახმარებლად ხალხურ მედიცინაშიც ხშირად გამოიყენება. მას იყენებენ სურდოს, ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის დასარეგულირებლად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების მოსაგვარებლად. საერთოდ, ილი კარგ დამამშვიდებელ საშუალებად ითვლება.
მწვანე ილი ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინების მოშორებაში გვეხმარება, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ებრძვის გულძმარვას. სასიამოვნო ბონუსი: თუ ილს ყოველდღე დაღეჭავთ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი გაქრება.
ყურადღება! როგორ გამოვიყენოთ ილი წონაში დასაკლებად? ერთი მარცვალი თქვენს ჩაის ან ყავას დაუმატეთ. ასე ნივთიერებათა ცვლა გაუმჯობესდება და ორგანიზმი უკეთ იმუშავებს.
არსებობს ილის ორი სახეობა: მწვანე და შავი. მწვანე ილს უფრო გამოხატული სუნი და გემო აქვს, ის ინდოეთში იზრდება. თუ მწვანე ილის ყიდვას აპირებთ, ყურადღება ყუთის შეფუთვას მიაქციეთ. მისი ფერი გაჯერებული, სიყვითლის გარეშე უნდა იყოს. ასე ყველა ფუნქცია შენარჩუნებული იქნება.
შავი ილი კულინარიაში გამოიყენება. მას უფრო რბილი გემო და სუნი აქვს, ის აზიასა და ავსტრალიაში იზრდება. გახსოვდეთ, რომ შავი ილი დახურულ შეფუთვაში უნდა შეინახოთ, რომ სასარგებლო ზეთის აორთქლება არ მოხდეს. სამკურნალო მიზნით რამდენი მარცვალი ილი ჭამამდე 15 წუთით ადრე დაღეჭეთ.
გახსოვდეთ, რომ ყველაფერს ზომიერება სჭირდება! დღეში 1 კოვზ დაფქულ ან 20 მთელ მარცვალზე მეტი არ უნდა მიიღოთ. საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოთ და რაციონს ყურადღება მიაქციეთ. გახსოვდეთ, რომ ილი ერთ დღეში 10 კგ-ს ვერ მოგაშორებთ. მოთმინება მოიკრიბეთ და ყველაფერი გამოგივათ! სჯობს უფრო მეტად ივარჯიშოთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ. ასეთი შესანიშნავი სანელებელი კი დაგეხმარებათ.
მგონი თქვენი დარწმუნება შევძელით, გვეთანხმებით?