შოკოლადის ძალა: ნიღაბი, რომელიც თქვენს კანს შეიყვარებს

24

ყველამ კარგად ვიცით, რომ ტკვილეულის ჭამა ჩვენი კანის მდგომარეობაზე ცუდად აისახება, მაგრამ ეს მხოლოდ ჭამას ეხება. თუკი შოკოლადს კოსმეტიკური მიზნებით გამოიყენებთ შესაძლოა საოცარი ეფექტის მომწრენი გახდეთ. შოკოლადის ნიღები ძალიან პოპულარული, მაგრამ ამავდროულად ძვირადღირებული მომსახურებაა. სწორედ ამიტომ პაპარაცი გასწავლით მისი გამოყენების ხერხებს სახლის პირობებში.

შოკოლადი – კარგი საშუალებაა მშრალი და მგრძნობიარე კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამ პროდუქტის მთავარ ინგრედიენტს კაკაოს-მარცვლები წარმოადგენს, როლებიც პოლიფენოლს შეიცავენ, მას ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. ამ პროდუქტში ასევე შედის კანისთვის სასარგებლო ცხიმები – კაკაო და შის კარაქი, რომელიც კანის დატენიანებას უწყობს ხელს.

შოკოლადის ნიღაბის გამოყენების შემდეგ სახის კანი ისეთი ნაზი და რბილი ხდება მისი მოხმარება მუდმივად მოგინდებათ, მაგრამ გახსოვდეთ ნებადართულია კვირაში მაქსიმუმ ერთხელ.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ სუფთა შავი შოკოლადი (რადგან სუფთა შოკოლადი საქართველოში დიდი იშვიათობაა შეგიძლიათ ის 2 ს/კ კაკაოს ფხვნილით ჩაანაცლოთ)
  • 1 ს/კ ნატურალური თაფლი
  • 2 ჩ/კ წვრილად დაფქული შვრიის ფანტელები (შვრიის ფქვილი)
  • 3 ჩ/კ ცხიმიანი ნაღები

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. თანაბარ ფენებად წაისვით წინასწარ გასუფთავებულ სახის კანზე. გაიჩერეთ ნიღაბი 15 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმშრალეთ კანი და დატკბით შედეგით!

რედაქციისგან:შოკოლადის ნიღაბი მართლაც მდიდარია კანისთვის სასარგებლო კომპონენტებით. კაკაო შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია და ხელს უწყობენ უჯრედების დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან (Halliwell, 2007). თაფლი ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით, რაც ხელს უწყობს კანის სიმშრალისა და გაღიზიანების შემცირებას (Mandal & Mandal, 2011). შვრიის ფანტელები კი შეიცავს ბეტა-გლუკანს, რომელიც ხელს უწყობს კანის დატენიანებას და ბარიერული ფუნქციის გაძლიერებას (Reynertson et al., 2015).

მიუხედავად ამ ნიღბის დადებითი თვისებებისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება განიცადოს ალერგიული რეაქცია შოკოლადზე ან თაფლზე, ამიტომ გამოყენებამდე რეკომენდებულია პატარა რაოდენობის დატესტვა მაჯის კანზე. ნიღბის ხშირი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ცხიმიანი კანისთვის, რადგან მისი შემადგენელი ინგრედიენტები შესაძლოა ფორების დახშობას უწყობდეს ხელს. საბოლოოდ, ეს რეცეპტი კარგი ბუნებრივი ალტერნატივაა მშრალი და მგრძნობიარე კანის მოვლისთვის, თუმცა ინდივიდუალური კანის ტიპის გათვალისწინება აუცილებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს