უმკურნალეთ ხველებას და გაიქრეთ ფილტვების სისველე ამ მარტივი რეცეპტით. გასაოცარია!

144

ეს რეალურად სასარგებლო და ნატურალური წამალია, რომელსაც შეუძლია ხველებისგან განგკურნოთ და თქვენი ფილტვებიდან სისველე მოაშოროს. ეს საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ბავშვებისათვის, ასევე უფროსებისთვისაც.

სტაფილო, კონკრეტულად კი სტაფილოს წვენი ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც გვეხმარება მაღალი არტერიული წნევისა და დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, უმჯობესია მიირთვათ სტაფილოს ახლადგამოწურული წვენი, რადგან მასში უფრო დიდი რაოდენობითაა შენარჩუნებული საკვები ნივთიერებები, ვიდრე პაკეტირებულ წვენში.

სტაბილოს სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობები:

  • ამაღლებს იმუნიტეტს და გვეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში;
  • ამცირებს ქოლესტერინის დონეს;
  • ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს;
  • გვეხმარება აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაში;
  • სტაფილოს წვენი კანისთვის საჭირო ვიტამინების ულევი წყაროა;
  • შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს;
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;
  • წმენდს მთელ ორგანიზმმს;

სტაფილოს სიროპის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • ½ კგ სტაფილო;
  • 3-4 ს/კ თაფლი;
  • წყალი ;

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში სტაფილო დაჭერით წვრილად და დაასხით წყალი. ხარშეთ სტაფილო იქამდე, სანამ არ დარბილდება და გადმოდგით ცეცხლიდან. გაფილტრეთ სითხე და გადაასხით ცალკე ჭურჭელში, ხოლო სტაფილო დააბლენდერეთ ან გასრისეთ ჩანგლით.
  2. მომზადებულ სტაფილოს ნახარშში დაუმატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ. შემდეგ ჩაამატეთ სტაფილოს პიურე. სიროპი მზად არის! შეინახეთ ის ცივ ადგილას.


მიღების წესი:

მიირთვით მომზადებული სიროპის 3-4 სუფრის კოვზი დღის განმავლობაში. თქვენ შედეგებს 1-2დღის შემდეგ შეამჩნევთ.

გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს მეგობრებს და დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში!

რედაქციისგან:სტაფილოს სიროფი მართლაც ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა ხველების შესამსუბუქებლად. კვლევები ადასტურებს, რომ სტაფილო მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება და აძლიერებს იმუნურ სისტემას (Tanumihardjo et al., 2010). ასევე, თაფლი ბუნებრივი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ხველების დროს კანის და ლორწოვანის გაღიზიანებას ამცირებს (Paul et al., 2007).

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სტაფილოს სიროფი გამოყენებულ იქნას როგორც დამხმარე საშუალება და არა ძირითადი მკურნალობა რესპირატორული ინფექციების დროს. ასევე, თაფლის დამატება 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან არსებობს ჩვილთა ბოტულიზმის რისკი. უმჯობესია, მკურნალობის დაწყებამდე ექიმთან კონსულტაცია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს