
სწრაფად და მყისიერად გახდომა გსურთ? მაშინ ეს რეცეპტი სწორედ ისაა, რაც თქვნ გჭირდებათ! სულ რაღაც 48 საათში თქვენ შეძლებთ წონაში 3 კილოგრამის დაკლებას. ნუ დაკარგავთ დროს, დაიწყეთ ახლავე!
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ ახალგამოწურული ლიმონის წვენი;
- 1 ს/კ ნეკერჩხლის სიროპი;
- 1 ს/კ დაფქული კოჭა;
- 1 ს/კ ჩილის წიწაკა;
- 300 მლ წყალი;
ამ კოქტეილის მოსამზადებლად მხოლოდ რამენიმე წამი დაგჭირდებათ: მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გათვლილია ერთ დღეზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჰიპოტენზიისგან არ იტანჯებით, უბრალო წყალი ჩაანაცვლეთ მწვანე ჩაით. მომდევნო 48 საათის განმავლობაში თქვენი კვების რაციონი ძირითადად უნდა შედგებოდეს მარცვლეულისა და ბოსტნეულიგან.
გარდა ამისა, საუზმობის წინ მოამზადეთ კიდევ ერთი კოქტეილი ნივთიერებათა ცვლის გასააქტიურებლად:
- 100 მლ წყალი;
- ¼ დიდი ზომის პომიდორი კანის გარეშე;
- ნახევარი კბილი ნიორი;
- 1 ს/კ ლიმონის წვენი ;
- ყინულის კუბიკი;
მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში და კარგად აურიეთ. მიღებული კოქტეილი მიირთვით საუზმობის წინ, აქტიური დღის დაწყებამდე. მიჰყევით ამ ინსტურქციას და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს!
რედაქციისგან:მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეცეპტები შეიცავს მეტაბოლიზმის სტიმულატორ ინგრედიენტებს, როგორიცაა კოჭა, ჩილის წიწაკა და ლიმონის წვენი, ისინი არ უზრუნველყოფენ რეალურ და ჯანსაღ წონაში კლებას. კვლევები აჩვენებს, რომ კოჭას და წიწაკას შეუძლია დროებით გაზარდოს თერმოგენეზი და ენერგიის ხარჯვა (Ludy et al., 2012), მაგრამ ამ ეფექტს ხანგრძლივი გავლენა არ აქვს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთი სწრაფი წონის კლება ძირითადად წყლის დაკარგვას უკავშირდება და არა ცხიმოვანი მასის შემცირებას. გარდა ამისა, მკვეთრი შეზღუდვები კვებაში შეიძლება ორგანიზმისთვის სტრესული იყოს და მეტაბოლიზმის დაქვეითებასაც კი გამოიწვიოს. მდგრადი და ჯანმრთელი წონის კლება შესაძლებელია მხოლოდ დაბალანსებული დიეტისა და ფიზიკური აქტივობის კომბინაციით.