წარმოუდგენლად გემრიელი პიცა-ბურთები. მას ყველა გურმანი დააფასებს!

27

პიცის პატარა ბურთულებად მოდერნიზების ეს რეცეპტი ნამდვილი აღმოცენაა გურმანებისთვის. ის საკმაოდ მარტივად მზადდება და ამასთანავე ძალიან ორიგინალური და გემრიელია!

ინგრედიენტები:

  • პიცის ცონი – 1 პორცია
  • ტომატის სოუსი პიცისთვის – 2ს/კ
  • ჩერის ტომატი – 5 ჩალი
  • მოცარელა – 125 გ (1 შეკვრა)
  • მწვანე ბაზილიკი – 2 ტოტი

მომზადების წესი:

  1. გავაცხელოთ ზეთი ქვაბში 175°С-მდე. ამის დადგენა შესაძლებელია თუკი კართოფილის ნაჭერს ჩადებთ მასში: როგორც კი ის გაყავისფრდება ზეთი მზად არის შესაწვავად.
  2. გაყავით ცომი 12 ან 8 ნაწილად (იმის მიხედვით რამდენად დიდი ბურთულები გინდათ გამოგივიდეთ)
  3. გააბრტყელეთ ცომის ყველა ნაჭერი ხელით, პრტყელი დისკის მისაღებად – დაახლოებით 8 სანტიმეტრი დიამეტრში.
  4. დაალაგეთ ცომის ყველა ნაჭერზე 1 ჩ/კ ტომატის სოუსი, მოცარელას ყველის ნაჭერი, ბაზილიკის 1 ფოთოლი და ჩერის პომიდორის ნახევარი.
  5. ფრთხილად შეახვიეთ ცომი. დარწმუნდით, რომ მასში ხვრელები არ დარჩა – სოუსის გამოდინების ასარიდებლად. დაამრგვალეთ და გაახვიეთ ფქვილში.
  6. მოათავსეთ ბურთულები გაცხელებულ ზეთში და შეწვით 5 წუთი, მანამ სანამ თქვენი “ბურთები” სასიამოვნო მოოქროვილი ფერის არ გახდებიან.

როგორ მოვამზადოთ ცომი პიცისთვის

ინგრედიენტები:

  • ფქვილი -250გ
  • ზღვის მარილი – ½ /კ
  • მშრალი საფუარი – ½ ჩ/კ (4 გრამი)
  • შაქარი – ½ ჩ/კ
  • ზეითუნის ზეთი – 1 ს/კ
  • წყალი – 160 მლ.

მომზადების წესი:

საფუარი გახსენით ცივ წყალში, დაუმატეთ მარილი, შაქარი, ზეითუნის ზეთი და აურიეთ. შემდეგ მუდმივად ყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. გადააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ 30 წუთი. ცომი მზადაა გამოსაყენებლად.

გემრიელად მიირთვით!