მხოლოდ 1 ჭიქა ეს სასმელი გაგიწმენდთ სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან და მარილებისგან!

346

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსუტლის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი ჯერადად აღემატება სხვა დაავადებების შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვს. სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია დავუთმოთ მაქსიმალურად დიდი ყურადღება გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე…

ჯანმრთელი სისხლძარღვები – საკვანძო მომენტი ათეროსკლეროზის, ინფაქტის, ჰიპერტონიისა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის. დროთა განმავლობაში სისხლძარღვების შიდა კედლები იფარება ჭარბი ქოლესტერინითა და მარილით, რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, რის გამოც ჩვენი ორგანიზმის შინაგანი ორგანოები და ქსოვილები სრულფასოვნად აღარ იკვებება.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ათეროსკლეროზი სრულიად უსიმპტომოდ იჩენს თავს. ერთადერთი, რაც ამ დროს შეიძლება ვიგრძნოთ, მსუბუქი თავბრუსხვევა და კიდურების დაბუჟებაა, რაც ასევე სავსებით შესაძლებელია დაღლილობის შედეგად იყოს გამოწვეული. გამომდინარე იქიდან, რომ ათეროსკლეროზის ზედაპირული დიაგნოსტიკა პრაქტიკულად შეუძლებელია, გირჩევთ ამ საშინელი დაავადების პროფილაქტიკის მიზნით სისხლძარღვების გაწმენდას, მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც.

პაპარაც_ის რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც მომენტალურად გაგიწმენდთ სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან და დაგეხმარებათ ზემოთ ჩამოთვლილი საშინელი დაავადებების თავიდან არიდებაში.

როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები

ინგრედიენტები:

  • ნიახურის 2 ღერო;
  • 200 მლ პომიდვრის ახლადგამოწურული წვენი;
  • 0,5 ჩ.კ დაფქული ჯანჯაფილი;
  • 50 მლ ლიმონის წვენი;
  • 1/4 ჩ.კ დაფქული შავი პილპილი;

მომზადება:

  1. დაფქვით ნიახურის ღეროები ბლენდერში.
  2. ჩაამატეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად აურიეთ.

მიირთვით 1 ჭიქა მიღებული სასმელი საკვების მიღებებს შორის არსებულ ინტერვალში, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ამ სასმლის მაქსიმალური დღიური დოზა 3 ჭიქაა. მკურნალობის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 1 კვირას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ჯანმრთელი სისხლძარღვები – სისხლის ნორმალური ფუნქციონირების, გულისა და ტვინის ხარისხიანი მუშაობის საწინდარია! მაქსიმალურად შეამცირედ ყოველდღიურად მიღებული ცხიმიანი და შემწვარი საჭმლის პორციები. უკეთესი იქნება, თუ საერთოდ უარს განაცხადებთ მათზე!

გისურვებთ ჯანმრთლობას! არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!

რედაქციისგან:გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს, რის გამოც მათი პრევენცია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. კვლევები აჩვენებს, რომ სისხლძარღვების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად საკვები ფაქტორი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს (Mozaffarian et al., 2018).

ბუნებრივი ინგრედიენტებით მიღებული სასმელები, როგორიცაა ნიახურისა და პომიდვრის წვენი, ანტიოქსიდანტებით მდიდარია და ხელს უწყობს ანთების პროცესების შემცირებას (Rao & Agarwal, 2000). ჯანჯაფილი კი, თავისი ანტიანთებითი და სისხლის მიმოქცევის გამაძლიერებელი თვისებების წყალობით, ხშირად გამოიყენება ჰიპერტენზიის პრევენციისთვის (Mahluji et al., 2013). თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთი მეთოდები მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად შეიძლება იყოს ეფექტური.

პრაქტიკული რეკომენდაციებისთვის, კვების რაციონიდან უნდა გამოირიცხოს გადამუშავებული ცხიმები და ტრანსცხიმები, შემცირდეს შაქრისა და მარილის მიღება, ხოლო უპირატესობა უნდა მიენიჭოს მცენარეულ საკვებს, რომელიც მდიდარია უჯრედისითა და ანტიოქსიდანტებით. რეგულარული ფიზიკური აქტივობა და სტრესის მართვა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში (Piepoli et al., 2016).