
რა არის ზაფხული ლამაზი სანდლების გარეშე? ძალიან მიყვარს მათი ჩაცმა მაშინ, როდესაც ტემპერატურა 25 გრადუსს სცდება, თუმცა სამწუხაროდ, დაბზარული ქუსლებისა და ზედმეტად გამომშრალი კანის გამო ჩემი საყვარელი ფეხსაცმლით გარეთ გამოსვლას ვერ ვახერხებ…
ზამთრის ცივ სეზონზე, როდესაც ჩვენი ფეხები სქელი წინდებითაა დაფარული, მათი მოვლა და გაფრთხილება არც ისე მარტივია. გარდა ამისა, უმარავი ქალბატონისთვის ხელმიუწვდომელია ძვირადღირებული კრემები და სკრაბები, რომლებიც სპეციალურად ქუსლების მოსავლელად გამოიყენება.
ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ – ლისტერინი (პირის ღრუს გამოსავლები სითხე) და საპარსი ქაფი. თქვენ შესაძლოა ეს კომბინაცია ძალზედ უცნაურად და უაზროდ მოგეჩვენოთ, თუმცა ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას!
მომზადება:
- თავდაპირველად წაისვით ქუსლებზე საპარსი ქაფი.
- აურიეთ ერთმანეთში თანაბრი რაოდენობით ლისტერინი და თბილი წყალი. ჩაალბეთ მასში მცირე ზომის პირსახოცი და შემოიხვიეთ ის ფეხებზე.
ნახევარი საათის შემდეგ მოიხსენით პირსახოცი, გაიმშრალეთ ფეხები და შედეგით მოხიბლული დარჩებით! პირველივე პროცედურის შემდეგ თქვენი ფეხის გულებისა და ქუსლების კანი საოცრად რბილი, გლუვი და ლამაზი გახდება.
რედაქციისგან:ქუსლების მოვლის ეს მეთოდი საინტერესო და მარტივად გამოსაყენებელია, თუმცა საჭიროა მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შეფასება. ლისტერინი, როგორც პირის ღრუს სითხე, შეიცავს ანტიმიკრობულ კომპონენტებს, როგორიცაა ევკალიპტოლი, მეთოლი და სალიცილის მჟავა, რომლებიც კანის ანტიბაქტერიულ დაცვასა და ზედაპირის ექსფოლიაციას უწყობენ ხელს (Jones et al., 2020). საპარსი ქაფი კი ხშირად შეიცავს დამატენიანებელ ინგრედიენტებს, რომლებიც დროებით არბილებს კანს.
თუმცა, მნიშვნელოვანია სიფრთხილე, რადგან ლისტერინის ალკოჰოლის შემცველობა შესაძლოა კანს კიდევ უფრო გაუშროს და მგრძნობიარე კანის შემთხვევაში გაღიზიანება ან ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემის გამოყენება პროცედურის შემდეგ, რათა კანი არ გამოშრეს და რბილი ეფექტი დიდხანს შენარჩუნდეს.