
თანამედროვე ქალაქურ ცხოვრებაში ძალიან რთულია თმის სწორედ მოვლა. არადა არასაკმარისი საკვებისა და არასწორი მოვლის გამო ისინი უხეში, მტვრევადი და სუსტები ხდებიან. თმისთვის ჯანსაღი იერის დასაბრუნებლად საკმარისია ხარისხიანი ნიღაბის გამოყენება და ამისათვის სუპერმარკეტებში სირბილი სულაც არ არის აუცილებელი, ყველა საჭირო ინგრედიენტს საკუთარ სამზარეულოშიც იპოვით.
თაფლისა და ბანანის ნიღაბი
პაპარაცის მიერ შემოთავაზებული ეს ნიღაბი შესანიშნავი საშუალებაა თმის ღრმა კვებისათვის, ის საკმაოდ მარტივად მზადდება. თქვენ უბრალოდ მწიფე ბანანი ათქვიფეთ ფაფის მიღებამდე შემდეგ კი მას ერთი ჩაის კოვზი თაფლი დაუმატეთ და კარგად გადაურიეთ. მიღებული ნიღაბი წაისვით თმის ძირებიდან ბოლოებამდე და დაიხურეთ პოლიეთინელის ქუდი. გაიჩერეთ 30 წუთით და ცამოიბანეთ ცივი წყლით.
იოგურტ-ბანანის ნიღაბი
ეს არის შესანიშნავი ნიღაბი მათვის, ვისაც ცხიმიანი თმა აქვს. თქვენ დაგჭირდებათ ორი მწიფე ბანანი და ნატურალური იოგურტი (ნატურალური იოგურტი მოიკითხეთ სანტეს დახლებზე), ბანანები ამ შემთხვევაშიც ფაფის მიღებამდე უნდა ათქვიფოთ შემდეგ კი დაუმატოთ ნახევარი ფინჯანი იოგურტი და გულდასმით გადაურიოთ. წაისვით თმაზე და ამასთანავე მასირებით შეიზილეთ თავის კანში. შეიკარით თმები და დაიმაგრეთ ის თმისამაგრით. ნიღაბი გაიჩერეთ 30 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
უკეთესი ეფექტის მისაღებად კი შეგიძლიათ ორივე ნიღაბში საიდუმლო ინგრედიენტი “ალოე ვერა”-ს გელი დაუმატოთ.
რედაქციისგან:თანამედროვე ცხოვრებისეული სტრესი და ჰაერის დაბინძურება უშუალოდ ახდენს გავლენას თმაზე, რის შედეგადაც ის სუსტდება და მტვრევადი ხდება. თუმცა, არასწორი საკვები და არასწორი მოვლა ნეგატიურად მოქმედებს თმის ჯანსაღ იერს, რაც ამ შემთხვევებში ადვილად გამოსასწორებელია სახლის პირობებში ნატურალური ნიღბების გამოყენებით. თაფლისა და ბანანის ნიღბის გამოყენება, ასევე იოგურტ-ბანანის ნიღბის დამატება, ხელს უწყობს თმის ღრმა კვებას და აღმოფხვრის ცხიმიანობისა და სიშრემის პრობლემას (Wang et al., 2021).
მიუხედავად იმისა, რომ შუშხული ნიღბები დღესაც პოპულარულია, ალოე ვერას დამატება განსაკუთრებით ზრდის ამ ნიღბების ეფექტურობას, რადგან ის რეგენერაციის პროცესს აჩქარებს და თმისა და სკალპის ჰიდრატაციას უზრუნველყოფს. ალოე ვერას გელის გამოყენება მეცნიერულად დადასტურებულია როგორც ბუნებრივი ჰიდრატატორი, რომელიც კვებავს და ხელს უწყობს თმის სტრუქტურის გაუმჯობესებას (Nguyen et al., 2020).