ოქროს ნიღაბი ახალგაზრდობას დაგიბრუნებთ. 50 წლის ასაკში შესაძლოა გამოიყურებოდე როგორც 30 წლის.

690

როცა იდეალურად მოვლილ ქალებს ვხვდებით, ყოველთვის გვიკვირს, როგორ იღებენ ასეთ გარეგნობას. გვინდა ვკითხოთ, თუ სად იპოვეს ის საყინულე, რომელიც ახალგაზრდობას უნახავს. თუმცა, ამ ქალბატონების საიდუმლო, ხშირად, ძალიან მარტივია.

გარდა კარგი გენეტიკისა, ისინი თავიანთი კანის მოვლას 25 წლიდან იწყებენ, ამიტომ მათთვის 60 თუ 80 წელი არაფერია.

ჩვენ ხშირად ვხედავთ ქუჩაში, კაფეებში, ტრანსპორტში ასეთ მარადიულად ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ნებისმიერ ასაკში დაიპყრობენ მამაკაცების გულს და ნამდვილი მაგალითები არიან ახალგაზრდა გოგონებისთვის.

მათ იციან სახის, თმისა და საერთოდ ყველაფრისთვის, საშინაო ნიღბების უამრავი რეცეპტი! გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ამ ნიღბების ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომი და იაფია.

მაშ ასე, დღეს გთავაზობთ ჯანჯაფილისა და კურკუმის ნიღაბს.

აიღეთ 2 ს.კ. უკვე დახეხილი ჯანჯაფილი, 2 ს.კ. თაფლი და 1 ჩ.კ. კურკუმა. შეურიეტ ყველა ინგრედიენტი, წაისვით ნიღაბი სახეზე და დაელოდეთ 10 წუთით. შეიძლება იგრძნოთ მსუბუქი წვა, თუმცა საშიში არაფერია – ეს გამახურებელი ეფექტია. სწორედ ეს უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და ნაოჭების დაგლუვებას.

10 წუთში ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით. უმჯობესია, სახეზე ნამდვილი ბროწეულის წვენიც შეიზილოთ – ესაა ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც კანს ანაზებს და აგლუვებს. ეს აუცილებელი არაა, თუმცა, ნიღბისთვის შესანიშნავი დანამატი იქნება.

უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ჯანჯაფილი კანს უბრუნებს ელასტიურობას, კურკუმა კი შეიცავს ასკორბინის მჟავას, რომელიც ეხმარება ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში და ოდნავ აღიავებს კანს. თაფლი შეიცავს პოლიფენოლებსა და თუთიას, რომელთა წყალობითაც ნელდება უჯრედების დაბერების პროცესი და ლაგდება ნებისმიერი ანთება.

ნუ შეგეშინდებათ, სცადეთ და ყველაფერი გამოგივათ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს