
პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ საშუალებას, რომელიც აბსოლიტურად ყველა ოჯახში უნდა მოიპოვებოდეს. ხველების საწინააღმდეგო ნივრის სიროფი – მრავალჯერ გამოცდილი და ძალზედ ეფექტური საშუალება.
ხველების საწინააღმდეგო საუკეთესო სიროფი
ინგრედიენტები:
- 5-7 თავი ნიორი;
- თხევადი თაფლი;
- სამკურნალო ტუხტის ფესვების 3 ს.კ ფხვნილი;
მომზადება:
- გაასუფთავეთ ნიორი და გაატარეთ ხორცსაკეპში.
- აურიეთ ერთმანეთში გატარებული ნიორი, ტუხტის ფესვების ფხვნილი, მოათავსეთ 500 მილილიტრიან ქილაში და დაასხით თხევადი თაფლი.
- მოათავსეთ მიღებული ნარევი მაცივარში და დააყოვნეთ 24 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ გაფლიტრეთ მომზადებული ნარევი მარლის დახმარებით და მიირთვით ყოველ 1 საათში ერთხელ, 1 ს.კ ოდენობით.
ეს სიროფი ძლზედ ეფექტური საშუალებაა ბრონქიტის, ტრაქეიტის, ფარინგიტის და ლარინგიტის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ნიორი ფლობს ძლიერ სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ თვისებებს, ხოლო ტუხტის ფესვი ეფექტური ამოსახველებელი საშუალებაა.
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და არ დაგავიწყდეთ ამ რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება!
რედაქციისგან:ნიორი (Allium sativum) უკვე საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება როგორც ბუნებრივი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული საშუალება. ალიცინი, რომელიც ნივრის აქტიური კომპონენტია, ხელს უწყობს პათოგენური მიკროორგანიზმების განადგურებას და იმუნური სისტემის გაძლიერებას (Ankri & Mirelman, 1999). გარდა ამისა, ნივრის ექსტრაქტი ეფექტურად ამცირებს ანთებით პროცესებს, რაც სასარგებლოა ბრონქიტის, ტრაქეიტის და სხვა რესპირატორული ინფექციების დროს.
რაც შეეხება სამკურნალო ტუხტის (Althaea officinalis) ფესვს, მასში არსებული ლორწოვანი ნივთიერებები ხელს უწყობს ხველის შემცირებას და ამოსახველებელი ეფექტის გაძლიერებას (Kulprachakarn et al., 2021). თაფლი კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ და დამამშვიდებელ მოქმედებას, რაც სასარგებლოა ყელის გაღიზიანებისას. ეს სიროფი შეიძლება იყოს ეფექტური დამატება ტრადიციულ მკურნალობასთან ერთად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ექიმის კონსულტაცია გაიაროთ, განსაკუთრებით იმ პირებმა, ვისაც ალერგია ან კუჭის პრობლემები აქვთ.