5 საშუალება იმ ვირუსების წინააღმდეგ, რომლებიც თითოეულის სახლშია გავრცელებული

0
419

დაავადებებისა და გაციების სეზონში მნიშვნელოვანია, ყოველმხრივ მზად ვიყოთ. გარდა ტრადიციული მედიცინისა, ხშირად, ხალხური პროფილაქტიკაც გვეხმარება. როგორც წესი, ყველა წამალი ხომ ბუნებრივი კომპონენტებისგან შედგება, რომლებიც ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება. ვირუსები სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს და რადიკალურად განსხვავებულ დაავადებებს იწვევს.

თუმცა, პრაქტიკულად თითოეულ მათგანს აქვს თავისი საშინაო პანაცეა. დღეს სწორედ ასეთ რეცეპტებს გაგაცნობთ.

როგორ მოვიქცეთ გაციებისა და ხველის დროს? არ დაგავიწყდეთ დიდი რაოდენობით წყლისა და თბილი სასმლების მიღება. თაფლი, ლიმონი და ჯანჯაფილი თქვენი საუკეთესო დამხმარეებია! კენკრაც ვიტამინებითაა სავსე. გაჭედილი ცხვირისა და სერიოზული ხველის დროს, ძალიან გვეხმარება ინჰალაციები.

საშინაო პირობებში, ამისთვის უბრალო ორთქლიც გამოგადგებათ. აადუღეთ წყალი და გადაასხით მცირე ზომის თასში, შეისუნთქეთ ორთქლი და საშუალება მიეცით, თქვენს ორგანიზმში შევიდეს. შეგიძლიათ, ეთერზეთები და მარილიც დაუმატოთ.

გრიპის დროს, მიირთვით სხვადასხვა სახის წვნიანი. ისინი შეიძლება იყოს ქათმის ან ბოსტნეულის, თუმცა აუცილებლად უნდა მიიღოთ ყოველდღე, უმჯობესი იქნება, დღეში რამდენჯერმე. აქ ვუბრუნდებით თბილ სასმელებსაც.

აი, საყვარელი ხალხური საშუალებაც: ნიორი. მისი სამკურნალო თვისებები ძველი დროიდანაა ცნობილი. სცადეთ ასეთი ნარევი: ნიორი, შტოში და თაფლი. ნარევში ნიორი ნაკლებია, ხოლო თაფლი – მეტი. შეურიეთ და მიირთვით 1 ჩ.კ. დღეში.

ბრონქიტის დროს კარგად გვეხმარება ნუში: იგი შეიცავს კალიუმსა და მაგნიუმს, ასევე, ვიტამინებსა და სხვა მკვებავ ნივთიერებებს. მიიღეთ მეტი ნუში ბრონქიტის დროს.

კიდევ ერთი საინტერესო საშუალება: თაფლიანი ხახვი. დააქუცმაცეთ ხახვი და დაასხით თაფლი ღამით. მან ხახვი უნდა დაფაროს. 1 ჩ.კ. ასეთი მასა დღეში და ჯანმრთელობას ვეღარაფერი შეგირყევთ.

ჯანმრთელობა – ეს ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ალბათ, ყოველთვის არაა საკმარისი აბების დროულად მიღება, კარგი იქნება, თუ დაკავდებით პროფილაქტიკითა და იმუნიტეტის გაუმჯობესებით. წლის ცივ პერიოდში, იხელმძღვანელეთ ჩვენი რჩევებით და არ დაავადდეთ!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი