
ინტერნეტსივრცეში შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი გასახდომი სასმლის მომზადების რეცეპტი, რაც ძალზედ სასიამოვნო და გასახარებელია! ერთ-ერთი ასეთი რეცეპტი, რომელსაც დღეს პაპარაცი შემოგთავაზებთ, უნიკალურია იმით, რომ ის შედგება უბრალო ინგრედიენტებისგან, მისი მომზადება ძალზედ მარტივია და გარდა გახდომისა, მას ძალზედ სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე.
კეფირი – ძალიან გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი, რომელიც შეუძლიათ მიიღონ იმ ადამიანებმაც კი, რომელთა ორგანიზმს რძის ატანა არ აქვს. მასში ახალი მწვანილების ჩამატებით მიიღებთ უნიკალურ სასმელს, რომელიც ხანმოკლე დროში წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.
ინგრედიენტები:
- 300 მლ 2,5%_იანი კეფირი;
- 3 ღერო ოხრახუში;
- 3 ღერო კამა;
- 3 ღერო ქინძი;
- 1 საშუალო ზომის კიტრი;
- 1 მწიკვი მარილი;
- შავი პილპილი;
მომზადება:
- გარეცხეთ მწვანილები კარგად, გააშრეთ და დაჭერით წვრილად. კიტრი გახეხეთ წვრილ სახეხზე.
- დაჭრილი მწვანილები და გახეხილი კიტრი მოათავსეთ ბლენდერში, ჩაასხით ცოტა კეფირი და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ ბლენდერში დარჩენილი კეფირი და კვლავ აურიეთ.
- გადაიტანეთ მიღებული სასმელი ჭიქაში და მოაყარეთ 1 მწიკვი მარილი და დარიჩინი. გემრიელად მიირთვით!
თუ თქვენი სურვილი წონის დაკლება და მუცლის აწევაა, ჩაანაცვლეთ ამ სასმლით უბრალო საუზმე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გსურთ შედეგის მიღწევა მაქსიმალურად ხანმოკლე დროში, გარდა საუზმისა, ჩაანაცვლეთ ამ სასმლით ვახშამიც.
გისურვებთ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!
რედაქციისგან:კეფირისა და მწვანილის კომბინაცია ნამდვილად სასარგებლო გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე და მეტაბოლიზმის დაჩქარებაზე. კეფირი მდიდარია პრობიოტიკებით, რომლებიც ნაწლავის მიკროფლორას აუმჯობესებენ და საჭმლის მონელებას უწყობენ ხელს (McFarland et al., 2018). მწვანილი – ოხრახუში, კამა და ქინძი – კი შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ფლავონოიდებს, რომლებიც ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას უწყობს ხელს (Craig, 2010). კიტრი, როგორც დაბალკალორიული ბოსტნეული, შეიცავს წყალსა და ბოჭკოს, რაც საკვების მონელებას ამარტივებს და ორგანიზმის დეტოქსიკაციას ეხმარება (Gorinstein et al., 2012).
თუმცა, სასურველია, ამ სასმელით სრულფასოვანი კვება არ ჩანაცვლდეს, განსაკუთრებით ვახშმისას, რადგან ორგანიზმს დაბალანსებული საკვები სჭირდება. მისი მიღება დღის განმავლობაში დამატებითი სასმელის სახით უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე სრულფასოვანი კვების შემცვლელი. უმჯობესია, სასმელი დაბალანსებული დიეტისა და ფიზიკური აქტივობის პარალელურად მიიღოთ, რაც წონის დაკლების პროცესს უფრო ეფექტურსა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოს გახდის.