
ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ზედმეტი წონის მოსაშორებლად წარმოუდგენლად დიდ ძალისხმევაა საჭირო, რადგან ამ მიზნის განსახორციელებლად ვალდებულები ვართ რადიკალურად შევცვალოთ კვების რაციონი და ზოგადად ჩვენი ცხოვრების სტილი. ნუ შეშინდებით, რადგან პაპარაცის რედაქციას თქვენთვის საინტერესო სიახლე აქვს! არსებობს მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ მუცლის არიდან ცხიმების მოშორებაში, თანაც სულ რაღაც 1 თვეში. დიახ, წონის კლება ზოგადად ხანგრძლივი პროცესია, თუმცა არც თუ ისე რთულად განსახორციელებელი.
ოთხი ნაბიჯი, რომელიც ბრტყელი, ლამაზი და სექსუალური მუცლის მოპოვებაში გვეხმარება:
ნაბიჯი 1: დაივიწყეთ მაღალკალორიული და ორგანიზმისთვის საზიანო საკვები.
არ არის აუცილებელი კვების რაციონის მთლიადა შეცვლა, უბრალოდ საჭიროა დაბალკალორიულ კვებაზე გადასვლა და იმ პროდუქტებზე უარის თქმა, რომლებიც შეიცავს ჭარბი რაოდენობით შაქარს, ცხიმებს და კალორიებს (მაგ: ორცხობილა, ნამცხვარი, ჩიფსები და ა.შ). გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ რეგულარულად სპორტით კავდებით, თუმცა ამის პარალელურად მიირთმევთ მავნე საკვებს, წონის დაკლებას და სანატრელი შედეგის მიღებას ვერასდროს შეძლებთ!
ნაბიჯი 2: სვით ბევრი წყალი.
მიირთვით ყოველდღიურად 8-10 ჭიქა წყალი. მისი წყალობით თქვენი ორგანიზმი შეინარჩუნებს ტენიანობას და გამოდევნის მავნე ტოქსინებს.
ნაბიჯი 3: ჩართეთ თქვენს კვების რაციონში ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტები.
ეს პროდუქტებია: თხილეული, მარცვლეული, ბოსტნეული და ლობიო.
ნაბიჯი 4: ფიზიკური აქტივობა.
ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის ფიზიკური ვარჯიში, რომელიც თქვენი გულის მუშაობას დააჩქარებს. შეგიძლიათ ირბინოთ ან იცურაოთ დილაობით, დაკავდეთ ცეკვით ან იაროთ სპორტდარბაზში. აუცილებელია, რომ დატვირთოთ საკუთარი თავი ფიზიკურად დღეში მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში.
არასდროს დანებდეთ და ყოველთვის შეუპოვრად იბრძოლეთ დასახული მიზნის მისაღწევად! მიჰყევით ამ ინსტრუქციას და სულ რაღაც ერთ თვეში მიღებული შედეგით სასიამოვნოდ გაოცდებით. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!
რედაქციისგან:წონის კლების პროცესში წარმატების მიღწევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, დაბალანსებულ კვებასა და ფიზიკურ აქტივობაზე. კვლევები აჩვენებს, რომ მაღალი გლიკემიური ინდექსის საკვები ხელს უწყობს ცხიმების დაგროვებას მუცლის არეში, ხოლო ბოჭკოვანი საკვების (მარცვლეული, ბოსტნეული, თხილეული) მიღება მეტაბოლიზმის დაჩქარებასა და შიმშილის რეგულირებაში ეხმარება (Slavin, 2005).
ასევე, წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტაბოლიზმის აქტივაციაში და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში. 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წყლის მოხმარების გაზრდა დადებითად აისახება ცხიმების წვასა და ენერგიის ხარჯზე (Boschmann et al., 2016). ფიზიკური აქტივობის ჩართვა კი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ცხიმოვანი მასის შემცირებას, განსაკუთრებით აერობული ვარჯიშების შემთხვევაში.
მნიშვნელოვანია პროცესი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით მოარგოთ და არ დაეყრდნოთ მხოლოდ მოკლევადიან ეფექტს. გრძელვადიანი ცვლილებები კვებასა და აქტიურობაში უფრო მდგრად შედეგს მოგცემთ.