ყაყაჩოს პეროგი-რულეტი. არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ძალიან გემრიელიც!

4

რულეტი ყაყაჩოთი – ეს არის ბავშვობისდროინდელი პეროგი, რომელსაც შეგვიძლია დარწმუნებით ვუწოდოთ ცომის ცხობის კლასიკური მაგალითი. ასეთი პეროგი ყაყაჩოთი შეგიძლიათ მიიტანოთ სადღესასწაულო მაგიდაზე ან უბრალოდ ახლობლები გაახაროთ. ის ფაფუკი და ძალიან არომატულია.
მის მოსამზადებლად დაგვჭირდება ინგრედიენტები:

ცომი:

  • ფქვილი — 1 ⅔ ჭიქა (250 გ)
  • კვერცხის გული — 1 ც.
  • მშრალი საფუარი — ½ ჩ/კ
  • შაქარი — 2 ს/კ
  • რძე — ½ ჭიქა
  • კარაქი — 2 ს/კ (გამდნარი)
  • მცენარეული ზეთი — 1 ს/კ
  • მწიკვი მარილი

ყაყაჩოს გულსართი:

  • შაქარი – 4 ს/კ
  • ყაყაჩოს თესლი – ⅔ ჭიქა

მომზადების წესი:

  1. ცომისათვის დიდ ჭურჭელში შეურიეთ შაქარი, თბილი რძე და მშრალი საფუარი. შემდეგ დააყენეთ 10 წუთი, საფუარის გასააქტიურებლად. შემდეგ ჩაუმატეთ გამდნარი კარაქი, კვერცხის გული,მცენარეული ზეთი, მარილი და ფქილი. მოზილეთ ცომი.
  2. გადააფარეთ სამარეულოს პლიონკა ან პირსახოცი და დააყენეთ თბილ ადგილას.
  3. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ ყაყაჩოს შიგთავსი. ყაყაჩო მოხარშეთ წყალში, ცოტათი მოვზილოთ, დავუმატოთ შაქრი და გადავურიოთ.
  4.  მზა ცომი გავაპრტყელოთ, შგთავსი გადავანაწილოთ მთელს ზედაპირზე. გადავახვიოთ რულეტად, შევაერთოთ ბოლოები, ისე რომ რგოლი მივიღოთ.
  5. სამზარეულოს მაკრატელით გააკეთეთ ჩაჭრები 1-1,5 სმ, წრეზე ისე რომ წრის შიდა კიდემე არ მივიდეთ. გადავახვიოთ ორი ნაჭერი გვერდზე, მესამე კი გადავახვიოთ შუაში.
  6. გამოვაცხოთ 30 წუთის მანძილზე 200°С. ტემპერატურაზე.

გემრიელად მიირთვით!

რედაქციისგან:ეს რეცეპტი ნამდვილად კლასიკური და ნოსტალგიური კერძია, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც ყაყაჩოს შიგთავსიანი ფუნთუშები უყვარდა. თუმცა, აქ რამდენიმე დეტალს დავამატებდი:

  • ყაყაჩოს გემო უკეთ რომ გამოჩნდეს, შეგიძლიათ მასში ცოტაოდენი თაფლი ან ვანილი დაამატოთ.
  • ცომის უკეთესი ტექსტურისთვის, კვერცხის გული და გამდნარი კარაქი ცალკე შეურიეთ, შემდეგ დაამატეთ საფუარიან რძეს.
  • საცხობი ტემპერატურის დაზუსტება: გამოცხობის ტემპერატურა შეიძლება ოდნავ დაბალი იყოს (180°C) და ხანგრძლივობა – 25-30 წუთი, რათა რულეტი თანაბრად გამოცხვეს.

ასეთი ცვლილებებით რეცეპტი კიდევ უფრო დახვეწილი და არომატული გამოვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს