როდესაც ექიმმა 3 წლის ბავშვის კბილები იხილა, დედამისს მხოლოდ ეს შეკითხვა დაუსვა. ყურადღებით!

3

სხვადასხვა ასაკის წარმომადგენელი ადამიანების 93% კბილების კარიესისგან იტანჯება. ამ დაავადების შესახებ საკმაოდ ბევრი რამ ვიცით, თუმცა მიხედავად ამისა, ეს ცოდნა საკმარისი არ არის…

იმისთვის, რომ მოზრდილ ადამიანს კარიესი არ განუვითარდეს, საჭიროა პროფილაქტიკის ჩატარება ჯერ კიდევ ბავშვობაში. სამწუხაროდ, მხოლოდ კბილების გახეხვა ამ პრობლემის თავიდან არიდებაში ვერ გვეხმარება, რადგან კარიესის გამომწვევ მიზეზს კარიოგენული ბაქტერიები წარმოადგენს.

ეს საშინელი დაავადება უფროსებიდან პატარებზე კოცნითა და დანა-ჩანგლის გამოყენებით გადადის. მშობლები ხშირ შემთხვევაში საბედისწერო შეცდომებს ვუშვებთ საკუთარი პატარების ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროს…

კარიესის პროფილაქტიკა

მშობლების უმრავლესობა არ ამახვილებს დიდ ყურადღებას იმაზე, თუ რამდენად ხშირად იხეხავენ კბილებს მათი შვილები. არსებობს სხვა უკიდურესობებიც: ხშირად ვაიძულებთ ჩვენს პატარებს პირის ღრუში სოდის წყალხსნარის გამოვლებას ბაქტერიების განადგურების მიზნით, თუმცა ამ პროცედურის შედეგად ზიანდება კბილის ემალი და კარიესი სწრაფად ანადგურებს პატარა კბილებს.

ასევე არ უნდა დავივიწყოთ იმის შესახებ, რომ შაქარი კარიესის საუკეთესო მეგობარია. ის სასმელებიც კი, რომელთა შეფუთვაზე წარწერა ”უშაქროა” ამოკვეთილი, დიდ ზიანს აყენებს ჩვენს კბილებს, რადგან მათ შემცველობაში მაინც შედის მცირე რაოდენობით ეს პროდუქტი. დედა ახალი ზელანდიიდან ხშირად ”ანებივრებდა” საკუთარ 3 წლის შვილის უშაქრო კოკა-კოლით, რის შედეგადაც სტომატოლოგს პატარასთვის 11 კბილის ამოღება მოუწია.

ბავშვებში კარიესის გაჩენის მიზეზები

  • სტრეპტოკოკული ბაქტერიები, რომლებიც შვილებს საკუთარი მშობლებიდან გადაეცემა.
  • ავადმყოფობა და სტრესი ფეხმძიმობის დროს, ანტიბიოტიკების მიღება.
  • არასრულფასოვანი კვება.
  • ტკბილეულის გადაჭარბებული სიყვარული.

აი რამდენიმე რეკომენდაცია გამოცდილი სტომატოლოგისგან, რომელიც დაგვეხმარება კარიესის თავიდან არიდებაში.

კბილების კარიესის პროფილაქტიკა

  1. გაიხეხეთ და გაიწმინდეთ კბილები რეგულარულად არა მხოლოდ ჯაგრისით, არამედ კბილის ძაფითაც.
  2. არასდროს მიირთვათ ტკბილეული უკანასკნელი დესერტის სახით. დააყოლეთ მას ბოსტნეული ან ხილი და დაღეჭეთ საღეჭი რეზინი, რომელიც შეიცავს ქსილიტს.
  3. არ მიირთვათ ტკბილეული და გაზირებული ტკბილი სასმელები საკვების მიღებებს შორის არსებულ ინტერვალში.
  4. არასდროს მიირთვათ ტკბილეული დაძინების წინ.
  5. ზედმეტად ტკბილი ან ზედმეტად მჟავე სასმელები დალიეთ საწრუპის გამოყენებით.

დაიცავით ჰიგიენის წესები და გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები, რათა თავიდან აირიდოთ ისეთი საშინელი პრობლემა, როგორიც კარიესია. აუცილებელია ამ ინფორმაციას თითოეული ადამიანი ფლობდეს, განსაკუთრებით კი მშობლები. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!

რედაქციისგან:კარიესი არა მხოლოდ პირის ღრუს ჰიგიენის პრობლემაა, არამედ სისტემური ფაქტორების შედეგიც. საერთაშორისო კვლევები მიუთითებს, რომ კარიესის პროფილაქტიკა ადრეულ ასაკშივე უნდა დაიწყოს. მაგალითად, სტომატოლოგ პ. ე. ენგლის (2021) კვლევების მიხედვით, კარიესის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ შაქრის მოხმარება, არამედ ნერწყვის შემადგენლობაც, რაც დამოკიდებულია გენეტიკაზე, დიეტაზე და ზოგად ჯანმრთელობაზე.

ბავშვებში კარიესის თავიდან აცილება შესაძლებელია არა მხოლოდ კბილების რეგულარული გახეხვით, არამედ სწორი კვებით. ბავშვებს უნდა მივცეთ კალციუმით და ფოსფორით მდიდარი საკვები (რძის პროდუქტები, თევზი, ნუში), რაც ხელს უწყობს კბილის მინანქრის გამაგრებას. ასევე, მნიშვნელოვანია მშობლების მიერ პირის ღრუს ჰიგიენის სწორად წარმართვა, რადგან ბავშვის პირის ღრუში სტრეპტოკოკული ბაქტერიების გადაცემა ხშირ შემთხვევაში სწორედ მშობლებისგან ხდება. სტომატოლოგიური ასოციაციების რეკომენდაციების თანახმად, ბავშვებმა ადრეულ ასაკშივე უნდა დაიწყონ სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები, რაც ხელს შეუწყობს კარიესის პრევენციას და შესაძლო პრობლემების დროულ გამოვლენას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს