ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან COPD ძალიან მალე სიკვდილის მიზეზთა შორის მესამე ადგილზე გადმოინაცვლებს. წარმატებული მკურნალობის აუცილებელი პირობა: პირველი ნიშნებისთანავე ექიმს მიმართეთ. გერმანელი ექიმები გვითითებენ, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება დროული სამედიცინო დახმარების მისაღებად.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ნაადრევი ნიშნები
ქრონიკული ხველა
მუდმივი ან ქრონიკული ხველა ხშირად ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია. ადამიანს შეიძლება აწუხებდეს გულისმიერი ხველა, რომელიც თავისით არ გადადის. ექიმები თვლიან, რომ 2 თვეზე მეტხანს გაგრძელების შემთხვევაში ხველა ქრონიკულია.
ჭარბი ლორწო
ძალიან დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა შეიძლება COPD-ის ნაადრევი სიმპტომი იყოს. ლორწო სასუნთქი გზების ტენიანობის შენარჩუნებისთვის საჭიროა, ასევე ფილტვებში მოხვედრილი მიკრობებისა და გამაღიზიანებლების შესაკავებლად.
ქოშინი და დაღლილობა
სასუნთქი გზების ობსტრუქციამ ადამიანს სუნთქვაში შეიძლება ხელი შეუშალოს და ქოშინი გამოიწვიოს. COPD-ის დროს ადამიანს დამატებითი ძალისხმევის გაწევა უწევს, რომ სუნთქვა შეძლოს. ამ ძალისხმევამ კი შეიძლება ენერგიის დონის შემცირება და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება გამოიწვიოს.
რა საფრთხეს შეიცავს COPD
„ყველა ეს სიმპტომი შეიძლება COPD-ის, ფილტვის შეუქცევადი დაავადების ნიშნები იყოს, რომელიც ამ დროისთვის 40 წელს ზემოთ ასაკში ადამიანების მინიმუმ 12%-ს აწუხებს. განსაკუთრებით სახიფათოა: დაზარალებულთა ნახევარმა არც კი იცის, რომ მას ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვს და ექიმს ძალიან გვიან მიმართავენ. მთელ მსოფლიოში COPD სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის მეოთხე ადგილზეა. უკვე 2020 წელს გავრცელების მიხედვით გულ-სისხლძარღვთა დაავადების და სიმსივნის შემდეგ მესამე ადგილზე გადაინაცვლებს“ – წერს გამოცემა Focus.