როგორ მოვახერხოთ ეფექტურად ყურიდან გოგირდის და ინსფექციების მოშორება!

309

მაშ ასე როგორ მოვახერხოთ უსაფრთხოდ და ამავდროულად ეფექტურად ყურიდან გოგირდის მოშორება? რასაკვირველია არსებობს უამრავი ყურის საწმენდი საშუალება, რომელთა შეძენაც თქვენ აფთიაქებში შეგიძლიათ.ამასთანავე არსებობს ბუნებრივი საშუალებაც, რომლის შედეგიც ბევრად უფრო დიდია.

ამ საშუალების მთავარი ინგრედიენტი სამედიცინო სპირტი და თეთრი ძმარია. დამტკიცებულია, რომ სამედიცინო სპირტს შეუძლია დაანგრიოს აერობული ბაქტერიების 85%, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის შესანიშნავი გამწმენდი და სადეზინფექციო საშუალებაა. ხოლო თეთრი ძმარი ეფექტურია ინფექციებთან ბრძოლაში, რადგანაც ის ფლობს ძლიერ ანტიმიკრობულ და ანტიბიოტიკურ თვისებებს.

შესაბამისად ამ ორი ინგრედიენტის შერწყმას შეუძია ჯადოსნური-ცეცეპტის შექმნა! მაშ ასე, როგორ დავამზადოთ და გამოვიყენოთ ეს საშალება სახლის პირობებში:

  • შეურიეთ სპირტი და თეთრი ძმარი თანაბარი თანაფარდობით 1:1
  • შემდეგ ჩაიწვეთეთ 5 მლ (ჩაის კოვზი) ყურში და გადახარეთ თავი საწინააღმდეგო მხარეს.
  • გაჩერდით ასეთ მდგომარეობაში წუთის განმავლობაში.
  • გაიმეორეთ იგივე მეორე ყურზეც.

გამოყენების წესი:

თქვენ ეს პროცედურა დღის მანძილზე ორჯერ უნდა ჩაიტაროთ, ყურის იფექციებისგან განსაკურნებლად ან თავის დასაცავად, ასევე ყურის გოგირდისგან ან ჩაგუბებული წყალისგან განსათავისუფლებლად.

მეგობრებო გაითვალისწინეთ, ყური ძალიან საფრთხილო თემაა… უმჯობესია ნებისმიერი პრეპარატის თუ რეცეპტის გამოყენების წინ კონსულტაცია გაიაროთ შესაბამისი პროფილის ექიმთან.

თქვენ რას ფიქრობთ ამ რეცეპტის შესახებ, რა ხერხები გამოგიყენებიათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად? – გაგვიზიარეთ თქვენი შთავეჭდილებები და გამოცდილება კომენტარებში.

რედაქციისგან:ყურის ჰიგიენის ბუნებრივი მეთოდები ხშირად უსაფრთხოა, თუმცა მათ გამოყენებამდე ექიმის კონსულტაცია მნიშვნელოვანია. სამედიცინო სპირტისა და თეთრი ძმრის ნაზავი მართლაც შეუძლია ყურის სადეზინფექციოდ გამოყენება, რადგან სპირტი აორთქლებს წყალს და ამცირებს ბაქტერიული ინფექციების რისკს (Roland et al., 2017), ხოლო ძმარი შეიცავს მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობს ბალანსის აღდგენას ყურის არხში (Osguthorpe & Nielsen, 2006).

თუმცა, ეს მეთოდი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ არსებობს ყურის ბარაბნის დაზიანება, ტკივილი ან ქრონიკული ინფექცია, რადგან სპირტმა შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. ალტერნატიულად, მარილიანი წყლის ნაზი გამორეცხვა ან სპეციალური ყურის წვეთები შეიძლება იყოს უფრო უსაფრთხო გზა გოგირდის დაგროვების შესამცირებლად. შესაბამისად, ნებისმიერი თვითმკურნალობა უნდა შეთანხმდეს სპეციალისტთან.