
ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდისას თქვენ არა მხოლოდ სახის ფერს, თვითშეგრძნებას და ხასიათს იუმჯობესებთ, არამედ თქვენს მუცელს უფრო ბრყელს გახდით! ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ამისათვის მხოლოდ 2 დღე დაგჭირდება!
ამ ორი დღის განმავლობაში თქვენ ჩვეულებრივად განაგრძნობთ კვებას, გამორიცხავთ მხოლოდ გაზიან სასმელებს, ტკბილეულს და ცომეულს.
ხოლო ამ ორ დღეს ჩვენ მიერ შმეოთავაზებული რეცეპტით, მომზადებული დეტოქს-კოქტეილით დაიწყებთ და დაასრულებთ.
დილის დეტოქს-კოქტეილის ინგრედიენტები
- ერთი ჭიქა წყალი
- ერთი სუფრის კოვზი თაფლი
- ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
- ნახევარი ჩაის კოვზი დაფქილი კოჭა (ჯინჯერი)
- ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.
მომზადების წესი:
აადუღეთ წყალი, გადაურიეთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი და დაასხით ადუღებული წყალი. ადროვეთ გაცივება და დალიეთ ერთი ამოსუნთქვით, მაშინთვე როგორც კი კოქტეილის ტემპერატურა ოთახისას გაუთანაბრდება.
საღამოს დეტოქს-კოქტეილის ინგრედიენტები
- ორი პომიდორი
- ერთი კბილი ნიორი
- ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- ერთი ჭიქა წყალი
დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი ერთად, გახსენით წყალში და სვით ძილის წინ, შეგიძლიათ დალიოთ ერთი მოყურებით ან ცოტ-ცოტა, მთავარია ამ კოქტეილის დალევის შემდეგ აღარაფერი ჭამოთ.
თქვენ გამოგიცდიათ რაიმე დეტოქს-კოქტეილი? ან ხომ არ იცით რაიმე მოქმედი საშუალება მუცლის ფორმაში მოსაყვანად? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში, ჩვენი მკითხველი მადლობელი იქნება.
რედაქციისგან:დეტოქს-კოქტეილები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ანტიოქსიდანტებით მდიდარი ინგრედიენტები, შესაძლოა ხელი შეუწყონ ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესებს, თუმცა, სხეულის ბუნებრივი დეტოქსიკაცია ძირითადად ღვიძლისა და თირკმელების მიერ რეგულირდება. ლიმონის, კოჭასა და დარიჩინის კომბინაცია მეტაბოლიზმს ასტიმულირებს და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა (Zhao et al., 2019).
რაც შეეხება სხეულის ფორმების კორექციას, მხოლოდ ორი დღით დეტოქს-კოქტეილების მიღება ვერ გამოიწვევს მუცლის ცხიმის მნიშვნელოვან შემცირებას, თუმცა, ისინი შესაძლოა დროებით შეამცირონ შეშუპება და აუმჯობესონ საჭმლის მონელება. გრძელვადიანი შედეგისთვის აუცილებელია დაბალანსებული კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და საკმარისი ჰიდრატაცია. მოკლევადიანი დეტოქს-პრაქტიკების დაწყებამდე რეკომენდებულია ექიმთან ან დიეტოლოგთან კონსულტაცია.