ბავშობის საყვარელი ტკბილეული ბაუნტი საკუთარი ხელით!

46

საკუთარი ხელით ბაუნტის მომზადება ბევრად უფრო ადვილია ვიდრე თქვენ ფიქრობთ. აუცილებლად სცადეთ და თქვენ დარწმუნდებით ამაში. თქვენი ახლობლები კი ამ შრომას ნამდვილად დააფასებენ.

ინგრედიენტები:

  • ქოქოსის რბილობი -100გ
  • რძიანი შოკოლადი – 150გ
  • შედედებული რძე (ზგუშონი) -120 გ

მომზადების წესი:

  • ქოქოსის რბილობი (თეთრი შიდა გარსი) გადაურიეთ შედედებლ რძეს (ზგუშონს) და გადაურიეთ. მოახდინეთ 3სმ სიგრძის ბატონების ფორმირება.
  • გაალღვეთ შოკოლადი. ამოავლეთ ქოქოსის ბატონები შოკოლადში და დაალაგეთ პერგამენტის ქაღალდზე
  • მოათავსეთ მაცივარში 15-20 წუთით (შოკოლადის გასაცივებლად.)

გემრიელად მირთვით….

რედაქციისგან:ბაუნტის ტიპის ხელნაკეთი დესერტი მარტივი და სასიამოვნო ვარიანტია მათთვის, ვისაც უყვარს ქოქოსი და შოკოლადი. ქოქოსის რბილობი მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, რომლებიც კარგ გავლენას ახდენენ მეტაბოლიზმზე (Naguleswaran et al., 2019), ხოლო შოკოლადი, განსაკუთრებით თუ ის მაღალი კაკაოს შემცველობისაა, ანტიოქსიდანტურ თვისებებს ინარჩუნებს (Cooper et al., 2008).

მიუხედავად იმისა, რომ ეს რეცეპტი სასარგებლო ინგრედიენტებს შეიცავს, შედედებული რძე საკმაოდ კალორიულია და მაღალი შაქრის შემცველობის გამო ზომიერად უნდა მოიხმარონ ისინი, ვისაც გლუკოზის ბალანსის კონტროლი სჭირდება. უფრო ჯანსაღი ვერსიისთვის შესაძლებელია შაქრის შემცირებული კონდენსირებული რძის ან მცენარეული ალტერნატივის გამოყენება.