
ამ დესერტის სახელწოდება ფრანგული სიტყვიდან sorbet მოდის, რომელიც თავის მხრივ არაბული სიტყვის “შერბეტ”-ის ფრანგული ვერსიაა. ეს ცივი დესერტი შესანიშნავი იდეაა იმ ადამიანებისათვის ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს იცავს და ცდილობენ მოიხმარონ მხოლოდ ნატურალური პროდუქტები.
ასეთი ტკბილეულის სახლში მომზადება საკმაოდ მარტივია.სორბეტის შესაქმნელად თქვენ დაგჭირდება ბლენდერი და მცირე ადგილი საყინულეში. მომზადებას რათქმუნდა 5 წუთზე მეტი დრო მიაქვს, რადგან ამ დესერტის სრულ გაყინვას მეტი დრო სჭირდება, მაგრამ დაგვერწმუნეთ ეს ლოდინი ფუჭი არ აღმოჩნდება.
სორბეტი სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- 400გ გაყინული ხილი
- 70გ ცხიმგამოცლილი (უცხიმო) შედედებული რძე (ზგუშონი)
მომზადების წესი:
- დააბლენდერეთ ერთად ხილი და შედედებული რძზე
- ინგრედიენტები თქვიფეთ 3 წუთის განმავლობაში
- მიღებული ნაზავი გადაასხით ჭურჭელში და მოათავსეთ საყინულეში 5 საათით ან მთელი ღამით.
სორბეტის ჭამა ნებადართულია მათვისაც ვინც დიეტას იცავს, საკმარისია უბრალოდ შედედებული რძე ჩაანაცვლოთ წყალით. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში თქვენ დეტალურად შეძლებთ თვალი ადევნოთ ამ უგემრიელესი დესერტის მზადების პროცეს. ნუ დაიზარებთ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც – ისინი აუცილებლად აღფრთოვანდებიან!
რედაქციისგან:სორბეტი შესანიშნავი ალტერნატივაა ტრადიციულ ნაყინთან შედარებით, რადგან არ შეიცავს ზედმეტ ცხიმსა და ქიმიურ დანამატებს. გაყინული ხილი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას (Slavin & Lloyd, 2012). უცხიმო შედედებული რძე კი ქმნის ნაზ ტექსტურას, თუმცა მათ, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აწუხებს, შეუძლია იგი წყლით ან მცენარეული რძით ჩაანაცვლოს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სორბეტის მომზადებისას არ დავამატოთ ზედმეტი შაქარი, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი სასარგებლო თვისებები. სწორად შერჩეული ინგრედიენტებით ეს დესერტი არა მხოლოდ გამაგრილებელი, არამედ ორგანიზმისთვის სასარგებლო არჩევანიც გახდება.