4 პროდუქტი, რომელთაც ექიმი-დიეტოლოგები არასდროს შეჭამენ

0
328
photo by mohamed hassan on pxhere

უმეტესობა ჩვენგანისთვის ცნობილია ტიპიური მავნე პროდუქტები, როგორიცაა ტკბილი გაზიანი სასმელი ან კარტოფილი ფრი, მაგრამ დაფიქრებულხართ, თუ კვების ექსპერტები რისი მიღებისგან იკავებენ თავს? 6 კონსულტატ-დიეტოლოგი იმ პროდუქტებს ასახელებს, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ შეჭამენ.

ძეხვი, სოსისი, ბეკონი

ბონი ტაუბ-დიკსი დიეტოლოგი და წიგნის „წაიკითხეთ, სანამ შეჭამთ“ ავტორი ამბობს, რომ ამ გადამუშავებულ ხორცს არასდროს შეჭამს. ამისთვის საპატიო მიზეზი აქვს:

„კვლევების თანახმად, გადამუშავებული ხორცის, ბეკონის და ძეხვის, დიდი რაოდენობით მიღება სიმსივნით ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების რისკს ზრდის“.

ტკბილი ყავის სასმელები

„ყავის სახლებში ეს უჩვეულო სასმელები 400-მდე კალორიას და 15 ჩ/კ შაქარს შეიცავს“ – ამბობს დიეტოლოგი ჯოანა საკიმურა.

ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაცია გირჩევთ, რომ ქალებმა დღეში მაქსიმუმ 6 ჩ/კ შაქარი ან 100 კალორია, ხოლო კაცებმა 9 ჩ/კ ან 150 კალორია მიიღონ.

სამრეწველო წარმოების ფქვილის ნაწარმი

დიეტოლოგი მორინ ნამკუნი ამბობს, რომ გადამუშავებულ ფქვილის ნაწარმს არასდროს შეჭამს

„შენახვის ვადა ნერვიულობას მაიძულებს. ძალიან ბევრი კონსერვანტი, ძალიან ბევრი ქიმიური ნაერთი და ძალიან ცოტა გემო“ – ამბობს ნამკუნი.

დიეტოლოგი ამ „ტკბილი წასახემსებლის“ ნაცვლად „ნამდვილ“ დესერტებს ანიჭებს უპირატესობას.

მარგარინი

ყველა დიეტოლოგი ერთხმად აცხადებს, რომ თავს არიდებენ იმ საკვების მიღებას, რომელიც მარგარინს შეიცავს. მან ცუდი ქოლესტერინის დონის ზრდის და კარგი ქოლესტერინის შემცირების ხარჯზე შეიძლება გულის დაავადებების რისკი გაზარდოს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი