ღვიძლის გაწმენდა 2 დღეში: ქიშმიში, წყალი და არანაირი გვერდითი მოვლენა!

555

ქიშმიში სასარგებლო ნივთიერებებისა და მიკროელემენტების უშრეტი წყაროა. მის შემადგენლობაში ჭარბადაა კალიუმი და მაგნიუმი, რომლებიც აუცილებელია გულის ხარისხიანი მუშაობისთვის. ეს პროდუქტი ასევე გამდიდრებულია ინულინით, რისი წყალობითაც ის არაჩვეულებრივი საშუალებაა ღვიძლის გასაწმენდად.

უკანასკნელი კვლევები გვიჩვენებს, რომ ეს ბუნებრივი პოლისაქარიდი გვეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებაში და საგრძნობლად ამცირებს ღვიძლზე დატვირთვას. ინულინით გამდიდრებული პროდუქტებია: არტიშოკი, ბანანი, ხახვი, ნიორი და ტომინამბური.

ღვიძლის გაწმენდა ქიშმიშის დახმარებით ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია. ეს პროცედურა განსაკუთრებით იმ ადამიანებს მოეწონებათ, რომელთაც არ სურთ ოყნით, დიეტებითა და სხვა უსიამოვნო მეთოდებით ამ პრობლემისგან თავის დაღწევა. პაპარაცის რედაქცია გიზიარებთ წყლისა და ქიშმიშისგან სასწაულმოქმედი საშუალების მომზადების რეცეპტს, რომელიც სულ რაღაც 2 დღეში გაგიწმენდთ ღვიძლს.

ამ მეთოდისთვის ყველაზე ეფექტური დანაოჭებული, მუქი ფერის ქიშმიშია და არა ის, რომელიც სილამაზით გამოირჩევა. სწორედ ასეთი ქიშმიში შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს.

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი

ინგრედიენტები:

  • 100 გ ქიშმიში;
  • წყალი;

მომზადება:

  1. ჩაალბეთ ქიშმიში წყალში 15 წუთით. შემდეგ გარეცხეთ ის გულდასმით გამდინარე წყლით.
  2. მოათავსეთ ჩამბალი და გარეცხილი ქიშმიში პატარა ჭურჭელში და დაასხით მას 250 გ მდუღარე წყალი.
  3. დააყოვნეთ 24 საათით.

მიირთვით ეს სასმელი უზმოზე კვირაში ერთხელ 250 გრამის ოდენობით. მკურნალობის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს ერთ თვეს. მას შემდეგ, რაც დალევთ სითხეს და ამოჭამთ ქიშმიშს, აუცილებელია მარტივი პროცედურის ჩატარება: დაწექით გვერდზე, ხოლო ღვიძლის არეზე დაიდეთ თბილი წყლით სავსე ბოთლი. იწექით ამ მდგომარეობაში 2 საათის განმავლობაში.

ამ ერთი თვის განმავლობაში მიიღეთ ბოჭკოებით გამდიდრებული პროდუქტები. ესენია: ნედლი ხილი, ბოსტნეული და თხილეული. ასევე აუცილებელია ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით სუფთა წყლის მიღება.

იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!

რედაქციისგან:ქიშმიში მართლაც მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, მათ შორის ინულინით, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას და ღვიძლის დეტოქსიკაციას (Roberfroid, 2007). ის ასევე შეიცავს კალიუმსა და მაგნიუმს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.

ღვიძლის გაწმენდის პროცესი მეტაბოლიზმის სწორ ფუნქციონირებას უკავშირდება, და ქიშმიშის წყალი, მისი ანტიოქსიდანტური და საჭმლის მომნელებელი თვისებების წყალობით, შესაძლოა, ამ პროცესში მართლაც სასარგებლო იყოს. თუმცა, აუცილებელია ყოველდღიური რაციონის დაბალანსება და საკმარისი წყლის მიღება, რათა ორგანიზმი ბუნებრივად შეძლოს ტოქსინების გამოდევნა. ამასთან, ღვიძლის დეტოქსიკაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ცალკეულ პროდუქტებს, არამედ ცხოვრების წესს, რომელიც მოიცავს ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობასა და საკმარისი ძილის უზრუნველყოფას.