
ავტსრალიელმა მეცნიერმა რუდოლფ ბროისმა საკუთარი ცხოვრება სამეცნიერო კვლევებს მიუძღვნა, იმ იმედით, რომ ის შეძლებდა ეფექტური საშუალების პოვნას, რომელიც კაცობრიობას სიმსივნის დამარცხებაში დაეხმარებოდა. მეცნიერი გვიზიარებს უნიკალური სასმლის მომზადების რეცეპტს, რომელსაც შესწევს იმუნიტეტის, ორგანიზმის საერთო ენერგიის ამაღლების და სისხლის გაწმენდის ძალა.
კიდევ უფრო გასაოცარი კი ის ფაქტია, რომ ეს წვენი ძალზედ ეფექტური საშუალებაა სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ საბრძოლველად.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ეს სასმელი უკვე 45000 სიმსივნით დაავადებულ ადამიანს დაეხმარა.
რუდოლფა შექმნა 42 დღიანი სპეციალური კვების რეჟიმი, რომელიც მოიცავს ვეგეტარიანულ წვენს, რომლის მთავარ ინგრედიენტსაც ჭარხალი წარმოადგენს.
ამ სასმლის მომზადებამდე დარწმუნდით, რომ თქვენ მოიხმართ მხოლოდ ახალ, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულს.
ინგრედიენტები:
- 55% ჭარხალი;
- 20% სტაფილო;
- 20% ნიახურის ფესვები;
- 3% კარტოფილი;
- 2% ბოლოკი;
მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეგიძლიათ დაიწყოთ მკურნალობის კურსი!
სხვადასხვა კვლევების შედეგები გვიჩვენებს, რომ ჭარხლის წვენს ძალზედ სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე ლეიკემიისა და სიმსივნის დროს.
ეს პროდუქტი უკვე მრავალი წელია, რაც გამოიყენება სხვადასხვა სახის სიმსივნის განსაკურნებლად.
გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, ჭარხლის წვენი ხსნის თავისა და კბილის ტკივილს, გვეხმარევა დიზენტერიის, კანთან დაკავშირებული პრობლემების დროს და ხსნის ტკივილს მენსტრუაციულ პერიოდში.
რედაქციისგან:რუდოლფ ბროისის მიერ შემოთავაზებული 42-დღიანი დიეტა და ბოსტნეულის წვენი ალტერნატიული მეთოდია, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი იყენებს ორგანიზმის გაწმენდისა და იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით. ჭარხალი, რომელიც სასმელის ძირითადი ინგრედიენტია, მართლაც შეიცავს ბეტალაინებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს უჯრედული ჯანმრთელობის შენარჩუნებაში (Clifford et al., 2015). ასევე, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და დეტოქსიკაციის უნარები, რაც ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას აუმჯობესებს.
თუმცა, სიმსივნის მკურნალობაში ამ მეთოდის ეფექტურობა კლინიკურად დამტკიცებული არ არის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ონკოლოგიური კვლევები ხაზს უსვამენ, რომ კიბოს მკურნალობისას მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებზე დაყრდნობა შეიძლება სარისკო იყოს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ალტერნატიული მეთოდები გამოყენებული იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და არ ჩაანაცვლოს თანამედროვე სამედიცინო მკურნალობა, როგორიცაა ქიმიოთერაპია ან იმუნოთერაპია.